ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შტაინმაიერი აცხადებს, რომ საქართველოს ახალი ინიციატივით არ სტუმრობს


გიორგი გახარია და ვალტერ შტაინმაიერი
გიორგი გახარია და ვალტერ შტაინმაიერი

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ვიზიტით საქართველოში იმყოფება. ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს, პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ხვდება. ვალტერ შტაინმაიერმა კითხვაზე, თუ რას ემსახურება მისი ვიზიტი, განაცხადა, რომ მას არ გააჩნია კონკრეტული ინიციატივა, ან წინადადება საქართველოსთვის.

„მე სრულიად სხვა როლი მაქვს, ამჯერად. შტაინმაიერის ფორმულას რაც შეეხება, 3 წლის წინ ეს უკვე იქნა შეთანხმებული მაღალი სამიტის დონეზე, უკრაინის, რუსეთის პრეზიდენტების, საფრანგეთის პრეზიდენტის მონაწილეობით, ასევე გერმანიის კანცლერის მონაწილეობით. შინაარსი რჩება შინაარსად.

რაც შეეხება ჩემს ვიზიტს, ეს არის ვიზიტი პოლიტიკურ წრეებთან, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მივიდეთ ადმინისტრაციულ საზღვართან, ვესაუბროთ ევროკავშირის მისიას, მაგრამ ამჯერად ნამდვილად არ ჩამოვსულვარ კონკრეტული ინიციატივითა თუ წინადადებით. ადმინისტრაციული საზღრვის მონაკვეთი არის მნიშვნელოვანი, ამას სჭირდება ხანგრძლივი და გრძელვადიანი, მოთმინებასთან დაკავშირებული მოქმედებები,“- განაცხადა შტაინმაიერმა „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით.

საქართველოს პრეზიდენტმა გერმანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციას და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გაფართოებას შეეხო.

“"ამ ზაფხულს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკმაოდ დაძაბული სიტუაცია შეიქმნა და ნებისმიერ დროს შეიძლება გადაიზარდოს უფრო სერიოზულ სიტუაციაში და აუცილებელია დეესკალცია ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, რამე გამოსავლის ძებნა”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

შტაინმაიერის ვიზიტს უკრაინაში ვნებათაღელვა მოჰყვა. მისი ე.წ. „შტაინმაიერის ფორმულა“, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტს უკავშირდება, უკრაინაში დაპირისპირების საგანი გახდა. ფორმულა დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონებისათვის, სპეციალური სტატუსის მინიჭებას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითვალისწინებს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თანხმობას გერმანიის პრეზიდენტის წინადადებაზე, კიევში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

შტაინმაიერის ვიზიტი საქართველოში 8 ოქტომბერს დასრულდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG