ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველი ფერმერები "მაკდონალდსს" საერთაშორისო ბაზარზე მოამარაგებენ


ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით შესაძლოა ქართველმა ფერმერებმა "მაკდონალდსის" საერთაშორისო ბაზარზე მომარაგება შეძლონ. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისში ამერიკის საელჩო ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, უკვე არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ ქართველი ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქტით მომარაგდეს, "მაქდონალდსის" როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბაზარი.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში დღეს "მაკდონალდსის" რიგით მე-18 რესტორნის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

"ახალი რესტორანი ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებსა და შესაძლებლობებს, არა მხოლოდ რესტორანში დასაქმებულთათვის, არამედ მის მომარაგებაზე მომუშავე საქართველოს მოქალაქეებისთვისაც. ამასთანავე, ბოსტნეულისა და კულინარიული საკმაზების მწარმოებლების სერტიფიცირების თანადაფინანსებით აშშ-ის მთავრობა, „მაკდონალდსთან" ერთად, მუშაობს კომპანიის ქართველი მომმარაგებლების რაოდენობის გაზრდაზე. ამ პარტნიორობის შედეგად ქართველი ფერმერები „მაკდონალდსს" ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე მოამარაგებენ," - წერია ინფორმაციაში, რომელიც ამერიკის საელჩომ გაავრცელა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG