ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაროზო საქართველოს სტუმრობს


ევროკომისიის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მოლდოვაში და საქართველოში ვიზიტი „ევროკავშირის მხარდაჭერას გაუსვამს ხაზს“

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე ორიოდ კვირით ადრე საქართველოს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო სტუმრობს. ეს ევროკომისიის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში.

ბაროზო 12-13 ივნისს ის თბილისში იქნება, შემდეგ კი აზერბაიჯანში გაემგზავრება. თბილისში ბაროზო საქართველოს პრემიერ-მინისტრ -ირაკლი ღარიბაშვილს, პრეზიდენტ -გიორგი მარგველაშვილს და სხვა ოფიციალურ პირებს ხვდება. ევროკომისიის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მოლდოვაში და საქართველოში ვიზიტი ამ ქვეყნებთან 27 ივნისს დაგეგმილი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინ, მათ მიმართ „ევროკავშირის მხარდაჭერას გაუსვამს ხაზს“.

კიშინიოვში და თბილისში ბაროზო ევროკავშირის საინვესტიციო კონფერენციებში მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციებზე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების საშუალებით ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესს და ორივე ქვეყანაში ბიზნესის განვითარების შესაძლებლობებს განიხილავენ. აზერბაიჯანში ჟოზე მანუელ ბაროზო პრეზიდენტ ალიევთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელებს.
XS
SM
MD
LG