ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი პრაქტიკულ ნაბიჯებს ითხოვს


გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:44 0:00
ბმული
საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილების გაშუქებას რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე, დრო რუსეთის ფედერაციაში თითქმის ყველა მასობრივი ინფორმაციის საშუალებამ დაუთმო.

გუშინ კი ამ ინიციატივას რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტოს წარმომადგენელი ალექსანდ ლუკაშევიჩი გამოეხმაურა.

„რასაკვირველია, ჩვენ ყურადრებით ვადევნებთ თვალს ოფიციალური თბილისის განცხადებას რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების მისწრაფების შესახებ, ასევე ვხედავთ შესაბამის საკადრო დანინიშვნებსაც ამ კუთხით, თუმცა ახალი ხელისუფლებისგან, უპირველეს ყოვლისა მოველით კონკრეტული, პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას,“– განაცხადა ლუკაშევიჩმა.

რა იქნება საქართველოს მხრიდან გადადგმული პრაქტიკული ნაბიჯი და
კარგია, თუ რუსეთთან ურთიერთობაში წინ გადავდგამთ ნაბიჯებს, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ იქ ჯერ კიდევ აქტუალურია ბრეჟნევის დოქტრინა.
დავით დარჩიაშვილი

შეიძლება თუ არა ჩავთვალოთ, რომ რუსეთის მხრიდან ლუკაშევიჩის
განცხადების მსგავსი პასუხი ჰქონდა მხედველობაში პრემიერ–მინისტრ ივანიშვილს, როდესაც პირველ ოქტომბერს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით შექმნილ საგანგებო პოსტზე რუსეთის ფედერაციაში ყოფილი ელჩი ზურაბ აბაშიძე წარადგინა და განაცხადა, რომ მომდევნო ნაბიჯის გადადგმას რუსეთისგან ელოდა? რუსეთის მომდევნო ნაბიჯი ამ დრომდე მხოლოდ ორ წინადადებიანი განცხადებაა საქართველოსგან ამჯერად პრაქტიკული ნაბიჯების მოლოდინის შესახებ.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი, რომელსაც სტამბულში ვესაუბრეთ, ამბობს, რომ პრაქტიკული ნაბიჯი შეიძლება იყოს რუსეთ–საქართველოს შორის სარკინიგზო მომისვლის აღდგენა აფხაზეთის გავლით.

„მე არ მითქვამს, რომ თანახმა ვარ აღდგეს სარკინიზგო მიმოსვლა, მე ვთქვი, რომ ამ საკითხზე დიალოგის დაწყება კარგი იქნება როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. გარდა ამისა, საუბარია ყარსი–ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალის თაობაზეც. ორივე ამ პროქტის ხორცშესხმა გაზრიდიდა საქართველოს სატრანზიტო როლს“,– ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების კუთხით ნაბიჯები გადასადგმელი მართლაც იყო, თუმცა იგი იმასაც დასძენს, რომ ამგვარ ინიციატივებს წინა ხელისუფლებაც იჩენდა, რასაც რუსული მხარე იგნორირებას უკეთებდა.

„კარგია, თუ რუსეთთან ურთიერთობაში წინ გადავდგამთ ნაბიჯებს, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ იქ ჯერ კიდევ აქტუალურია ბრეჟნევის დოქტრინა“– ამბობს დავით დარჩიაშვილი.

რუსულ მედიაში, რომელმაც ივანიშვილის ინიციატივა არაერთგზის გააშუქა, შეფასებებისას ითქვა ისიც, რომ რუსეთ–საქართველოს შორის ურთიერთობების აღდგენით რუსეთი უფრო მეტად შეიძლება იყოს დაინტერესებული, ვიდრე საქართველო.

„საქართველო ეკომონიკური კუთხით ნახავს მოგებას, რუსეთი კი პოლიტიკური თვალსაზრისით“,–ამგვარი იყო რუსი ჟურნალისტების მოსაზრება.

რუსული მედია რეინტეგრაციის მინისტრის წინადადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ადრე პაატა ზაქარეიშვილი საუბრობდა სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაიწყებოდა დევნილთა დაბრუნების პროცესი, ახლა კი ამბობს, რომ შესაძლებელია რუსეთ–საქართველოს შორის სარკინიზგო მიმოსვლის აღდგენა ამგვარი პირობის გარეშე, რადგან ეს მოვლენა მომავალში თავად იქცევა დევნილების დაბრუნების ინსპირატორად.
XS
SM
MD
LG