ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შავი ზღვის ბრიზი ოკუპირებული ყირიმის სიახლოვეს


ამერიკული V-22 Osprey უკრაინაში, სამხედრო წვრთნებზე პირველად გამოჩნდა
ამერიკული V-22 Osprey უკრაინაში, სამხედრო წვრთნებზე პირველად გამოჩნდა

3300 ჯარისკაცი, მათ შორის 800 ამერიკელი, 30-მდე სამხედრო გემი და ავიაცია, 100-ზე მეტი ჯავშანმანქანა - ასეთია უკრაინულ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო წვრთნების Sea Breeze 2017-ის ახალი მასშტაბი. ორ კომპონენტიანი სამხედრო სწავლება უკვე ერთი კვირაა ოკუპირებული ყირიმიდან, 300 კილომეტრის მოშორებით, ოდესისა და ნიკოლაევის რაიონებში მიმდინარეობს.

ერთობლივ წვრთნაში უკრაინელების და ამერიკელების გარდა კიდევ 17 ქვეყნის მეომრები მონაწილეობენ. მასშტაბურ წვრთნაში ჩართულია საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის, 22-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეულის ნაკრები ოცეულიც.

ქართული არმიის „ბრავო“ ასეულის ნაკრები ოცეული "შიროკი ლანში"
ქართული არმიის „ბრავო“ ასეულის ნაკრები ოცეული "შიროკი ლანში"

​Sea Breeze 2017 ორ კომპონენტად არის გაყოფილი: საზღვაო მანევრები ოდესის სანაპიროს მიმდებარედ, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მიმდინარეობს. აქ უკვე განხორციელდა ზღვიდან ხმელეთზე დესანტირების ოპერაციები, სამხედრო ავიაციის თანხლებით.

ქვეითთა და საჰაერო კომპონენტს კი ნიკოლაევის რაიონში მდებარე „შიროკი ლანის“ სამხედრო პოლიგონი და კულბაკინოს სამხედრო აეროდრომი მასპინძლობენ. აქ განლაგებულ მრავალეროვნულ შტაბის მუშაობაში ორი ქართველი ოფიცერიც არის ჩართული.

სწავლების მრავალეროვნული შტაბი
სწავლების მრავალეროვნული შტაბი

​უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოფიცერმა სერგეი უსმა შიროკი ლანში წვრთნის დროს ამერიკელი და ქართველები ქვეითების ურთიერთქმედებას მაღალი შეფასება მისცა:

ძალიან გამოცდილი სამხედროები არიან ჩამოსული და ეს მათ ყოველ მოქმედებას ეტყობა. ამერიკელ საზღვაო ქვეითებს ზურგს უმაგრებს ავღანეთის კამპანიის გამოცდილება, ნაწილს გამოვლილი აქვს ერაყის მისიაც. ქვეითებს საქართველოდან კი ავღანეთი"
სერგეი უსი, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოფიცერი

„ძალიან გამოცდილი სამხედროები არიან ჩამოსული და ეს მათ ყოველ მოქმედებას ეტყობა. ამერიკელ საზღვაო ქვეითებს ზურგს უმაგრებს ავღანეთის კამპანიის გამოცდილება, ნაწილს გამოვლილი აქვს ერაყის მისიაც. ქვეითებს საქართველოდან კი ავღანეთი.“

სამხედრო წრთნები Sea Breeze (ზღვის ბრიზი) უკრაინაში 1997 წლიდან ტარდება, თუმცა 2017 წლის სწავლებას უკრაინელებიც და ამერიკელებიც განსაკუთრებულად მიუდგნენ. მიმდინარე წვრთნებზე პირველად გამოჩდა ორი ერთეული ამერიკული მზვერავი თვითმფრინავი - P-8 Poseidon და მრავალმისიური კონვერტოპლანი - V-22 Osprey.

P-8 Poseidon უკრაინის ცაში, ოკუპირებული ყირიმიდან 300 კილომეტრში
P-8 Poseidon უკრაინის ცაში, ოკუპირებული ყირიმიდან 300 კილომეტრში

მრავალფეროვნად არის წარმოდგენილი უკრაინის სამხედრო ავიაციაც: SU-25, MIG-29, MI-14, MI-24 და KA-27; AN-26-დან კი შავი ზღვის სანაპიროზე საზღაო ქვეითების დესანტირება ხდება.

საზღვაო წვრთნებში ჩართულნი არიან ამერიკის მეექვსე საზღვაო ფლოტის კრეისერი - CG66 Hue City, საესკადრო ნაღმოსანი - DDG64 Carney, რუმინული კორვეტი „კონტრადმირალი მაჩელარიუ“, თურქული ფრეგატი F241 Turgutreis, სადესანტო გემი TCG Karamürsel NL-124 და წყალქვეშა ნავი TCG Batıray S-349.

უპრეცედენტო წვრთნის ფარგლებში სწორედ თურქულ წყალქვეშა ნავს დაეკისრა „პოტენციური მოწინააღმდეგის როლი“, ამჟამად მოკავშირეები შავ ზღვაში TCG Batıray-ის „აღმოჩენის ოპერაციას" Free Play-ის რეჟიმში ახორციელებენ.

თურქული წყალქვეშა ნავი TCG Batıray S-349 ოდესაში
თურქული წყალქვეშა ნავი TCG Batıray S-349 ოდესაში

Sea Breeze-ის სამხედრო წვრთნები ეს არის ჩვენი პასუხი ჰიბრიდული ომების იდეოლოგებს, ორგანიზატორებსა და სპონსორებს. ერთობლივი მომზადება აჩვენებს ჩვენს ერთიანობას და მზადყოფნას ერთად დავიცვათ მშვიდობა და ღირებულებები, რომელსაც ტრანსატლანტიკური თანამეგობრობა იზიარებს “
პეტრო პოროშენკო, უკრაინის პრეზიდენტი

“Sea Breeze სამხედრო წვრთნები ეს არის ჩვენი პასუხი ჰიბრიდული ომების იდეოლოგებს, ორგანიზატორებსა და სპონსორებს. ერთობლივი მომზადება აჩვენებს ჩვენს ერთიანობას და მზადყოფნას ერთად დავიცვათ მშვიდობა და ღირებულებები, რომელსაც ტრანსატლანტიკური თანამეგობრობა იზიარებს.“

ეს განცხადება დღეს, ორშაბათს, შუადღისას ოდესაში, უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ფრეგატ „გეტმან საგაიდაჩნიზე“ ვიზიტისას, უკრაინის პრეზიდენტმა გააკეთა. პეტრო პოროშენკომ Sea Breeze-ს მრავალეროვნული წვრთნები საქართველოში გამომგზავრებამდე მოინახულა, შემდეგ კი თბილისში გამოფრინდა.

პოროშენკო შუადღით ოდესაში Sea Breeze-ს სწავლებას დაესწრო და საღამოს თბილისში გამოფრინდა
პოროშენკო შუადღით ოდესაში Sea Breeze-ს სწავლებას დაესწრო და საღამოს თბილისში გამოფრინდა

პოროშენკო ოფიციალური ვიზიტით საქართველოს პირველად სტუმრობს. უკრაინის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია სამშაბათს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში შედგება.

მომდევნო ორი დღის მანძილზე პოროშენკო დაათვალიერებს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს თბილისში, რუსულ საოკუპაციო ხაზს შიდა ქართლში, სოფელ ხურვალეთთან, აჭარას, სვანეთს და დაესწრება ქართულ-უკრაინულ საინვესტიციო ფორუმს.

Sea Breeze 2017-ის მონაწილე ქვეყნები:

უკრაინა, აშშ, დიდი ბრიტანეთი, იტალია, საქართველო, კანადა, ბულგარეთი, ბელგია, საფრანგეთი, საბერძნეთი, ნორვეგია, პოლონეთი, შვედეთი, თურქეთი, ლიტვა, რუმინეთი, მოლდოვა.

კრეისერი CG66 Hue City შავ ზღვაში, ოდესასთან ახლოს
კრეისერი CG66 Hue City შავ ზღვაში, ოდესასთან ახლოს

უკრაინის არმიის SU-25-ები Sea Breeze 2017-ზე
უკრაინის არმიის SU-25-ები Sea Breeze 2017-ზე

Facebook Forum

XS
SM
MD
LG