ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლინკევიჩიუსი: საქართველომ და უკრაინამ MAP-ი უნდა მიიღონ


საქართველოსა და უკრაინისთვის, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების მოთხოვნით, სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ ლიეტუვის თავდაცვის და ყოფილი საგარეო მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი წერს. ის აცხადებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინასა და ყირიმში შექმნილი ვითარების ფონზე, ბრიუსელმა ეს ნაბიჯი უნდა გადადგას.

რუსეთმა ახლახანს განაცხადა კიდევ ერთი „გამჭრიახობა”, რომ უკრაინამ დონბასში სიტუაცია ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მისაღებად გაამწვავა. კრემლის ყველა ამ მანევრის შემდეგ, ორივემ - უკრაინამ და საქართველომ MAP და ნატო-ს წევრობის პერსპექტივის მკაფიო დადასტურება უნდა მიიღონ ”, - ამბობს ის.

უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში, მოსკოვი ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში ჯარის მასშტაბურ მობილიზაციას ახდენდა. გუშინ, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შეიარაღებულ ძალებს ბაზებზე დაბრუნება უბრძანა. თუმცა უცნობია ჯარის რა ნაწილზე ვრცელდება ეს ბრძანება.

რუსეთის სამხედრო მობილიზაციას, დასავლეთში შეშფოთება მოჰყვა. ვაშინგტონსა და ბრიუსელში რუსეთს თავშეკავებისკენ მოუწოდებდნენ, კრემლი კი აცხადებდა, რომ მას აქვს საკუთარ ტერიტორიაზე ჯარის გადაადგილების უფლება.

საქართველოც და უკრაინაც ნატოს ასპირანტი ქვეყნები არიან. 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე, ორივე მათგანმა მიიღო დაპირება, რომ გახდებიან ნატოს წევრები. მომავალ სამიტებზე ნატოს მოკავშირეებმა ეს დაპირება ბევრჯერ დაადასტურეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG