ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ესპანეთი-საქართველოს თამაშისთვის სუბსიდირებული ფრენები დაინიშნა


ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრები გერმანიაში მიმდინარე თამაშს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან ადევნებდნენ. 26 ივნისი, 2024 წ.
ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრები გერმანიაში მიმდინარე თამაშს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან ადევნებდნენ. 26 ივნისი, 2024 წ.

საქართველოში, სპეციალურად ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად, ესპანეთი-საქართველოს მატჩისთვის სუბსიდირებული ფრენები ინიშნება. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

ბილეთები tkt.ge-ზე გაიყიდება. ერთი გზის ფასი 195 ევრო იქნება, ორი გზის - 390 ევრო.

ამ ეტაპისთვის უკვე გადაწყვეტილია, რომ ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულებენ Georgian Airways და Georgian Wings, უკან კი მგზავრებს ჩამოიყვანს Georgian Airways.

თბილისი-კიოლნი:

  • 29 ივნისი - გაფრენა 12:00 სთ-ზე;
  • 29 ივნისი - გაფრენა 19:00 სთ-ზე;
  • 30 ივნისი - გაფრენა 04:30 სთ-ზე.

კიოლნი-თბილისი:

  • 2 ივლისი - გამოფრენა 15:00 სთ-ზე.

მგზავრები აეროპორტში უნდა მივიდნენ ფრენამდე სამი საათით ადრე.

26 ივნისს, საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა პორტუგალია ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის გოლებით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა. შესაბამისად, მაშინ გაირკვა, რომ 30 ივნისს საქართველოს ნაკრები ესპანეთს ეთამაშებოდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა დღეს, 28 ივნისს, თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყო უეფას ოფიციალურ ვებსაიტზე. ბილეთის ფასი 50-დან 500 ევრომდე მერყეობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG