მოსკოვის საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რამდენიმე კომენტარი საქართველოს შესახებაც გააკეთა. პრეზიდენტის თქმით, პირადად მას ქართული ხელმძღვანელობის მიმართ დამოკიდებულება შეეცვალა. რაც შეეხება ქართველი ხალხის მიმართ დამოკიდებულებას, ის არ შეცვლილა საომარი ქმედებების დროსაც კი და როგორი კეთილგანწყობაც ჰქონდა, ისეთივე დარჩა.
რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის არ გამორიცხავს უვიზო რეჟიმს საქართველოსთან. „საქართველოში სიტუაციის განვითარების ჩვენი აღქმიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ თავისუფლად წავიდოდით უვიზო რეჟიმის დაბრუნებაზე. საჭიროა ექსპერტების დონეზე, როგორც საჭიროა, ისე გაანალიზება. ეს იქნებოდა ძალიან კარგი ნაბიჯი ქვეყნებს შორის ურთიერთობის მოწესრიგების“- განაცხადა პუტინმა. მან ასევე განმარტა, რომ ამ გზით ადამიანებს მეტი ურთიერთობა შეეძლებათ, ქართულ საწარმოებს რუსულ ბაზარზე მუშაობის საშუალება მიეცემათ და საერთოდ, შეიქმნებოდა იმის წინაპირობა, რომ ურთიერთობის ნორმალიზება ფუნდამენტურად დასრულებულიყო.