ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსი მეცნიერების პოლიტიკური დასკვნები


მცხოვრები ქართული მოსახლეობის გენეტიკური შესწავლა და წინააზიის მოსახლეობასთან ნათესაობის დადგენა

რუსი მეცნიერები კვლავ რუსეთის ხელისუფლების დაკვეთას ასრულებენ, მათ აფხაზეთის არასაქრთველოდ წარმოჩენის კიდევ ერთი მცდელობა განახორციელეს - აცხადებს ქართული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძე.
მისივე თქმით 2010 წელს გერმანიაში მოღვაწე ცნობილ ქართველ მეცნიერთან ივანე ნასიძესთან თანამშრომლობით ქართულ უნივერსიტეტში დაიწყო ეთნოგრაფიული კვლევის პროექტი , რომლის მიზანი იყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოცვრები ქართული მოსახლეობის გენეტიკური შესწავლა და წინააზიის მოსახლეობასთან ნათესაობის დადგენა:
”აღნიშნული პროექტი დავიწყეთ გერმანიაში მოღვაწე ცნობილი ქართველი გენეტიკოსის ბატონ ივანე ნასიძესთან თანამშრომლობით, სწორედ მასთან გაიგზავნა ლაზებისა და იმერლების დნმ-ის ბიოლოგიური ნიმუშები. სამწუხაროდ, ეს ახალგაზრდა მეცნიერი ტრაგიკულად დაიღუპა. შემდეგ თანამშრომლობა განვაგრძეთ მოსკოვის სამედიცინო გენეტიკური კვლევის ცენტრთან. სამწუხაროდ რუსულმა სახელმწიფო მანქანამ აქაც იმუშავა და მათ მიერ დადებული დასვნები ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. განსაკუთრებით მიუღებელია, რომ კვლევაში აფხაზეთი მოხსენიებულია ცალკე სახელმწიფოდ”.
რუსი გენეტიკოსების კიდევ ერთი ე.წ. ”აღმოჩენა”, რომელსაც ქართული მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება და პროტესტს გამოთვამს. პროექტის დირექტორი გიორგი ანდრიაძე ამბობს:
”მესამე და უფრო პარადოქსული პოსტულატი ამ დასკვნაში არის ის, რომ აფხაზების ნაწილის, კერძოდ 1/3-ის წარმოშობა უკავშირდება სომხურ ეთნოსს. გენეტიკური კოდი, რომელიც არის აფხაზებში ისტორიულუდ დამტკიცებულია, რომ უკავშირდება სწორედ მეგრულ და სვანურ მოსახლეობას, ისევე, როგორც საქართველოში არის აფხაზური ნათესაობის კვალი - გამოცხადებულია სომხურად, რაც ასევე არამეცნიერულია და გარკვეულ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. ამის გამო ვაცხადებთ პროტესტს, ვინაიდან ამ სტატიაში ვართ მითითებული თანაავტორებად და რა თქმა უნდა, სტატიის ავტორებს არ ვეთანხმებით”.
ქართული მხარის განცხადებით კვლევის პირველ ეტაპზე ჩატარდა ორი ქართული პოპულაციის , ლაზებისა და იმერლების გენეტიკური კვლევა, მაგრამ ქართული მხარის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად რუსეთის გენეტიკოსებმა დღემდე ლაზ-იმერლების გენეტიკური ანალიზების შედეგები არ გამოაქვეყნეს.
”ამიტომ ჩვენ იძულებულნი გავხდით ეს ცალმხრივად გაგვეკეთებინა, ლაზ-იმერლების გენეტიკური ანალიზის და მათი ახლო ნათესაობის მონაცემების პრეზენტაცია შემგა 2011 წლის 31 იანვარს” - ამბობს გიორგი ანდრიაძე:
”ჩვენ გვაქვს მათთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმებული, რომ უნდა გვეკვლია ქართული პოპულაცია, ვიკვლევდით ლაზებს და იმერლებს. მათ ამ კვლევის შედეგები ჩადეს სტატიაში ”აფხაზ-ადიღეული ხალხების, ქართველებისა და სომხების გენოფონდების შედეგების ანალიზი ევრაზიულ კონტექსტში”. ანუ ეს შედეგები არასწორად არის გაშუქებული.. შეიძლება რა თქმა უნდა , ქართული გენოტიპი ევრაზიულ კონტექსტშიც განვიხილოთ, თურქ ხალხსაც შეადარო და ჩრდილო კავკასიელებსაც შეადარო. მაგრამ არასწორია ინტერპრეტაციია და აშკარად, თვალნათლივ შეიმჩნევა ამ ყველაფრის პოლიტიზირებული კვალი. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ რუსეთის მეცნიერება რუსეთის პოლიტიკის სამსახურშია, ცდილიობს აფხაზეთი არასაქართველოდ წარმოაჩინოს მეცნიერების დონეზე. ეს სტატია როგორც გვაცნობეს, უკვე ჩაშვებულია გამოსაცემად. როგორც თანაავტორებს სტატია 4 დღის წინ გამოგვიგზავნეს. 2 თვის წინაც გამოგვიგზავნეს პროექტი, მაშინ ჩვენ მივწერეთ ჩვენი მოსაზრება, რომ არ ვეთანხმებოდით აფხაზეთის მიგრაციის თეორიას. მაშინ სტატია არ იყო დასრულებული და მასში არ იყო მაგალითად გრაფა, სადაც აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ იყო მოხსენიებული. ახლა სტატია დასრულებულია , მასში ჩამოთვლილია თუ საიდან, რომელი ქვეყნებიდან არის ანალიზები აღებული. აფხაზების ანალიზების აღების ადგილად მითითებულია ცასლკე სახელმწიფო - აფხაზეთი, მაშინ როცა იქ მითითებულია რუსეთი, თურქეთი, საქართველო და ა.შ. დასკვნით ნაწილში ჩვენთვის მიუღებელი ეს კიდევ ერთი კომპონენტი დაემატა.როგორც გვაცნობეს, სტატია ჩაშვებულია დასაბეჭდათ, ჩვენი განცხადების მიზანია , რომ უარს ვამბობთ თანაავტორობაზე, თუ მოესწრება, იქნებ ჩვენი ავტორობა ამოიღონ”.
16 აპრილს ქართულ უნივერსიტეტში კონფერენცია გაიმართება, რომელიც ეთნოგენეტიკური კვლევის პროექტის შედეგებს მიეძღვნება:
”16 აპრილს მოხდება ჩვენი უნივერსიტეტის ეთნოგენეტიკური კვლევის პროექტის შედეგების პრეზენტაცია. ჩვენ წარმოვადგენთ არა მხოლოდ აფხაზეთთან დაკავშირებით, ეს არის სვანეთი, მეგრელები, კახელები, ლაზები.. საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას თუ რას ვაკეთებდით ბოლო 3 წლის განმავლობაში. ეს იქნება ნაჩქარევი, პრეზენტაციის ჩატარებას მაისში ვგეგმავდით, მაგრამ ამ სტატიამ ეს ყველაფერი უფრო აქტუალური გახადა და გადმოვწიეთ 16 აპრილისთვის”.
XS
SM
MD
LG