ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნები 2016: "ცესკო" ხმების დათვლას აგრძელებს


არჩევნები-2016
არჩევნები-2016

8 ოქტომბერს, საქართველოს მასშტაბით საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. არჩევნების პირველადი მონაცემების გამოქვეყნება ამ წუთებშიც გრძელდება საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” არჩევნების დასრულებისას გამოაქვეყნა შემაჯამებელი განცხადება, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები მეტწილად მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა და გამონაკლისი იყო მარნეულის 48-ე უბანი, რომლის მიმდებარედ მოხდა პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერთა მობილიზება. შედეგად მათ დაარბიეს უბნის შენობა. ამავე განცხადებაში დროულად იქნა შეფასებული აღნიშნულ ინციდენტზე სამართალდამცავთა რეაგირება. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, არჩევნების მიმდინარეობისას ‘80-მდე წვრილი და მეტნაკლებად სერიოზული დარღვევა აღინიშნა’.

არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე საათში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 1409 უბნის პირველადი წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომელთა მიხედვით პარტია ”ქართულ ოცნებას” ხმა ამომრჩეველთა 51.39%-მა,”ნაციონალურ მოძრაობას” კი 25.74%-მა მისცა.

“ცესკომ” ავღანეთიდან მიღებული ბიულეტენები 8 ოქტომბერს საერთო კენჭისყრის დასრულების შემდეგ შეაჯამა. ავღანეთში 1603 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული- 1471 ბაგრამის უბანზე, საიდანაც არჩევნებში 1171-მა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა, და 132 მაზარ-ი-შარიფის უბანზე, რომელზეც 100%-იანი აქტივობა დაფიქსირდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებში მოქალაქეთა აქტივობამ 51.63% პროცენტი შეადგინა.

აშშ-ში მოქმედებდა საარჩევნო უბნები ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში.

XS
SM
MD
LG