საქართველოს პრეზიდენტმა ვეტოს უფლებით მეორედ ისარგებლა. საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დასაძლევად მეორედ ემზადება. ამისთვის პარლამენტართა სამი მეხუთედის თანხმობაა საჭირო. რაოდენობრივად ეს 89 დეპუტატია. „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 83 მანდატი აქვს. ექვსი ხმის მოგროვებას ისინი იმ დეპიუტატების ხარჯზე ფიქრობენ, რომლებმაც ნაციონალური მოძრაობა დატოვეს.
დავის საგანს ორი კანონპროექტი წარმოადგენს. ერთი საერთო სასამართლოების შესახებ კანონია, მეორე კი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებები. საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტზე პოლიტიკური უმრავლესობა და უმცირესობა ვერ თანხმდება იუსტიციის საბჭოს წევრების დაკომპლექტების წესზე. კონკრეტულად კი მისი იმ ექვსი წევრის არჩევის საკითხზე, რომელთაც საბჭოში პარლამენტი ირჩევს ხმათა ორი მესამედით.
რაც შეეხება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს. აქ საქმე ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის არჩევითობის უფლებასთან გვაქვს მსჯავრდებულის მიერ. საპარლამენტო უმრავლესობას მიაჩნია, რომ უნდა წარსდგეს თუ არა პირი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წინაშე, ეს მხოლოდ პროკურატურამ უნდა გადაწყვიტოს.
პრეზიდენტმა პარლამენტს საკუთარი შეხედულებისამებრ, კანონში შესატანი ცვლილებები უკვე გადაუგზავნა. მომავალ კვირას პარლამენტმა, პროცედურის თანახმად, კენჭი ჯერ პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ ვარიანტს უნდა უყაროს, შემდეგ კი იმ კანონპროექტს, რომელის ვეტოს ქვეშ მოხვდა. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ვეტოს პარლამენტი აუცილებლად დაძლევს.
„ვეტო მოსალოდნელი იყო, ვინაიდან პრეზიდენტმა ამის შესახებ ჯერ კიდევ კანონპროექტის განხილვის დროს განაცხადა, ამიტომ უმრავლესობა ამისთვის მზად ვართ. პირველ რიგში, გავეცნობით მის შენიშვნებს, მოგეხსენებათ, ჯერ კენჭი უნდა ეყაროს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ ახალ ვერსიას, შემდეგ, ძველ ვერსიას. ვეჭვობ, მან რაიმე საყურადღებო შემოგვთავაზოს, ისეთი, რასაც ჩვენ გავიზიარებთ, ამიტომ მოსალოდნელია ამ საკითხზე კენჭის ყრა და მე დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი ვეტოს წარმატებულად დაძლევს, რადგან ჩვენ მიერ მიღებული კანონები არის ქვეყნისთვის სასარგებლო, სასამართლოსთვის სასარგებლო. ამას მიუთითებს ყველა, მათ შორის ვენეციის კომისია,“– ამბობს დავით უსუფაშვილი.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი ამბობს, რომ პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო შესაძლოა დაძლიოს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უმცირესობამ ან პრეზიდენტმა უნდა გამოტოვოს საკუთარი აზრისა და პოზიციის დაფიქსირების რაიმე შესაძლებლობა.
„ბუნებრივია, თუკი უმრავლეობას აქვს იმდენი ხმა, რომ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო, იგი ამას გამოიყენებს, არანაირი ილუზია ამ საკთხზე არ გვაქვს. მაგრამ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პრეზიდენტის უფლებაცაა და მოვალეობაც, ისევე როგორც უმცირესობის, ყველა ლეგალური, კანონიერი ბერკეტი და საშუალება გამოყენებულ იქნას, რომ სადამდეც შეგვიძლია ვისაუბროთ ამ პრობლემურ საკითხებზე,“– აცხადებს დავით დარჩიაშვილი.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ეკა ფოფხაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ ორი კანონპროექტისა და ვეტოს თაობაზე მათ განსხვავებული მოსაზრება აქვთ. საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების აუცილებლობას ისინი ეთანხმებიან, თუმცა რაც შეეხება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებს, მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის ვეტო, ამ შემთხევაში მართებული იყო, რადგან ადამიანის უფლება აირჩიოს, რომელი უწყება განიხილავს მის საქმეს, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, თუ ჩვეულებრივი სასამართლო, არ უნდა შეიზღუდოს.
ეკა ფოფხაძე: „საბოლოოდ მოხდა ისე, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ მოიწონა კანონპროექტი და რაც მთავარია, სასამართლო სისტემამაც. თქვენ იცით, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემაც გამოხატა ბოლოს ნება, რომ კანონპროექტს ამ სახით მიესალმებოდა. ანუ, ყველაფრით ეს კანონპროექტი მისაღები იყო და ჩვენ ვფიქრობთ, იგი ხელს შეუწყობს სასამართლოს თვითმმართველობის როლის გაძლიერებას, მოსამართლეთა როლის გაძლიერებას და თვითმმართველობის პროცესში მათ ჩართვას და ზოგადად, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს გაზრდის. ამიტომ, ბუნებრივია, ძალიან ნეგატიურად ვაფასებთ იმას, რომ ამ მნიშვნელოვან კანონპროექტს დაედო ვეტო. ექვს წევრს იუსტიციის საბჭოში პარლამენტი ირჩევს ორი მესამედით, სადაც უმცირესობის ხმაც უნდა იყოს გათვალისწინებული და ჩვენი აზრით, ეს მნიშვნელოვანი დათმობა იყო, რაზეც ხელისუფლება წავიდა, მიუხედავად იმისა, რომ მას ასეთი ვალდებულება არ ჰქონდა. პირველ შემთხვევაში, საერთო სასამართლოების შესახებ კანონს მხარს ვუჭერთ და ვთვლით, რომ ეს ცუდია და შეაფერხებს სასამართლო რეფორმას და ვეტო, ამდენად, პრობლემაა. მეორე შემთხვევაში, ვთვლით, რომ პარლამენტმა უნდა გადახედოს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის საკითხს და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობას. იმ ფორმით, რა ფორმითაც პარლამენტმა მიიღო, ჩვენ მას ვაკრიტიკებდით და არ ვთლიდით, რომ მიზანშეწონილი იყო, ამიტომ კარგია, თუ მას გადახედავენ. თუ ბრალდებულს არ უნდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და პროკურატურას უნდა, მაინც შედგება სასამართლო. ასე არ უნდა იყოს, ამ შემთხვევაში, ეს ბრალდებულის უფლებაა, ჩემი აზრით“.
ორივე კანონპროექტს მომავალ კვირას განიხილავს და კენჭს უყრის პარლამენტი.