საქართველოს პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით, 135 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ეს მოვლენა ყველას მიულოცა. საკითხმა უმცირესობის სრული თანხმობა მას შემდეგ მიიღო, რაც მოლაპარაკებების შემდეგ, პარლამეტის თავმჯდომარემ საკუთარი გადაწყვეტილება გაახმოვანა სარეიტინგო კენჭისყრაზე თანხმობის შესახებ.
საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი ის თემაა, რომელიც 2012 წლის დეკემბრის შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტუალურად განიხილებოდა. მას შემდეგ, რაც ამ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოხდა პარლამენტში, მან განხილვის არაერთი ეტაპი გაიარა. მათ შორის სახალხო განხილვებიც, რაც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართა და უმეტესწილად შეხლა–შემოხლის ფონზე მიმდინარეობდა.
პარლამენტის სხდომა დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე მანანა კობახიძის სიტყვით დაიწყო, მან ისაუბრა იმის თაობაზე, თუ როგორ მიმდინარეობდა ცვლილებების განხილვა. შემდეგ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ვახტანგ ხმალაძე გამოვიდა, რომელმაც კიდევ ერთხელ განმარტა საკონსტიტუციო ცვლილების არსი და მიზეზები.
საბოლოო მოთხოვნა, რასაც საპარლამენტო უმცირესობა საკუთარი ხმების მიცემის სანაცვლოდ აყენებდა, იყო სარეიტინგო კენჭისყრაზე საკითხის გატანა. სარეიტინგო კენჭისყრა აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია თავად საკითხი. მაგალთად, დღეს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა დავით დარჩიაშვილმა უმრავლესობას ისიც კი უთხრა, გნებავთ, ეს ჩათვალეთ როგორც კაპრიზი, მაგრამ თუ გაითვალიწინებთ, ჩვენს ხმებს გარანტირებულად მიიღებთო. უმცირესობას არაერთხელ განუცხადებია, რომ აღნიშნული საკითხი მათთვის არ წარმოადგენს რაიმე მნიშვნელობისა და ღირებულების მატარებელ ცვლილებას, მიუხედავად ამისა, ისინი სარეიტინგო კენჭისყრაზე საკითხის გატანას გარკვეულწილად, საკუთარი პრესტიჟის საქმედ მიიჩნევენ და უმრავლესობისგან მოითხოვენ მის დათმობას.
უმრავლესობამ დღეს არაერთხელ შეახსენა უმცირესობას, რომ საკითხის გატანის აუცილებლობას თავაც ეთანხმებიან და რომ სრულიად ზედმეტია და უადგილოა დამატებითი პროცედურების გამოყენება.
საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხს დღეს პრემიერ მინისტრიც გამოეხმაურა, რომელიც სოფლის მეურნეობის საკითხებთან დაკავშირებით სოფელ თამარისში იმყოფებოდა. მისი განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე სარეიტინგო კენჭისყრა არასწორია.
"მათთვის ხმები არავის უთხოვია. თუ უნდათ, ხმა მისცენ, თუ უნდათ, არ მისცენ. ისინი თავის პარტიას და თავის სახეს აჩვენებენ მხოლოდ. ეს არაა ჩემი გადასაწყვეტი, ამას პარლამენტი წყვეტს, მაგრამ უსუფაშვილის გამოსვლა ნახეთ და მე მგონი, მათთვის არავის მოუთხოვნია ხმები, მოიქცნენ ისე, როგორც თვლიან საჭიროდ და არ სჭირდება ამას ზედმეტი დარეკლამება.", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პარლამენტში დღეს ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდიც იმყოფებოდა, რომელიც როგორ უმცირესობის, ისე უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდა. მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოს შიდაპოლიტიკური განსჯის საგანია, - „რამდენადაც პრესიდან ვიცი, ორივე მხარე თანხმდება შინაარსზე.
დამთხვევაა, რომ პარლამენტში ვიმყოფები იმ დღეს, როდესაც პარლამენტი განიხილავს მნიშვნელოვან საკონსტიტუციო ცვლილებებს. აშკარად, ეს გახლავთ საქართველოს შიდაპოლიტიკური განსჯის საგანი. როგორც ეს დემოკრატიულ პროცესში ხდება, თითოეული მხარე ცდილობს მაქსიმალურად უზრუნველყოფს თავისი ამომრჩევლების ინტერესები“ - განაცხადა ნორლანდმა.
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას პარლამენტში დებატები ამგვარად მიმდინარეობდა.
გოკა გაბაშვილი: „ჩვენ უბრალოდ გვჭირდება სარეიტინგო კენჭისყრა, როგორც ხელისუფლებას აქვს სურვილები უჩვენოს თავის ამომრჩევლებს გარკვეული ნაბიჯები, ასევე ოპოზიციას ჭირდება, თავის მომხრეებს უჩვენოს ურყევობა და კონსოლიდირებულობა. თქვენ ხომ უნდა გვიჩვენოთ უფრო მეტი ძლიერები ხართ, უფრო მეტი ძალა გაქვთ. თუ თქვენ გინდათ ჩააგდოთ, კი ბატონო, ჩააგდებთ ამ საკითხს.“
აკაკი ბობოხიძე: „თუ ჩვენ გვაქვს ბოდიში მოსახდელი, ეს ერთადერთი ქართველი ხალხი იქნება. სხვა არავისთან მე ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ. ჩვენ ორივემ დავაყენეთ ხიდზე ქვეყანა არაერთხელ, როგორც ორმა თხამ, რომელთაგან არც ერთს არ სურს გზის დათმობა. ნუ გადავაყოლებთ საქართველოს“.
სერგო რატიანი: „ერთი ადამიანის კაპრიზს განიხილავს დღეს საქართველო. ესაა ბიძინა ივანიშვილი“.
დავით უსუფაშვილი: „დღეს ყველაფრისთვის მზად ვიყოთ, მათ შორის ისეთი რამეებისთვის, რაც შეიძლება სხვა დროს კიდეც იყოს გამოსაკიდებელი, მაგრამ დღეს არა. „
გიგა ბუკია: “სად არის სამველ პეტროსიანი, ხომ არ იცით? თვითმფრინავში რომ ჩასვით წუხელ და გააგზავნეთ საქართველოდან შორს, რომ არ მოსულიყო და მიუხედავად იმისა რა ზეწოლასაც უწყობთ ხმა რომ არ მიეცა. ამ სარეიტინგო ვითომ ყბადაღებული გამოკითხვით ეუბნებით იმ ბევრ პატიოსან ადამიანს, რომელმაც ზუსტად იცის და არ უნდა, რომ თხის მდგომარეობაში იყოს. თქვენ შეიძლება შეჩვეული ხართ, მაგრამ არ აპირებს უმცირესობის დიდი ნაწილი თხის ადგილას იყოს”,
გუბაზ სანიკიძე: „სარეიტინგო კენჭისყრა იმიტომ გინდათ, რომ არ იცით, რამდენი ხართ? არც ჩვენ ვიცით, რადგან არ გვაინტერესებს.“
დავით ბაქრაძე: „პრეზიდენტი არ აპირებს მთავრობის გადაყენებას, ასეთ შემთხვევაში, მე ვერ დავინახავ საკუთარ თავს პარლამენტში. ჩვენ არ შეგვიძლია ერთმანეთისკენ ნაბიჯის გადადგმა, ესაა ყველაზე ცუდი. ის, რაც მე მაწუხებს, არის არა ის, მიიღება თუ არა საკონსტიტუციო ცვლილება, არამედ სწორედ ის ერთი ნაბიჯი, რომელის გადადგმასაც ვერ ვახერხებთ ერთმანეთის მიმართულებით“.