საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 21 მარტს ”დაიბადა ახალი ”ნაციონალური მოძრაობა”, რომელმაც იბრძოლა ბოლომდე და დაამტკიცა, რომ უფრო ცოცხალია, ვიდრე ოდესმე.”
”სახალხო პარტიის” ლიდერის მამუკა გიორგაძის თქმით მიხეილ სააკაშვილის განცხადება უსაფუძვლო არ არის:
”დაანონსებული გვირგვინის დადება ნაცმოძრაობის პოლიტიკურ საფლავზე ვერ მოხდა და არ მოხდა. ალბათ, განცხადება იმის შესახებ, რომ ნაცმოძრაობა დღეს ხელახლა იშვა, როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, არ არის უსაფუძვლო და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს, ამ ეტაპზე, ამ კონკრეტული მომენტისთვის მსოფლიოს და ქართულ საზოგადოებას დაუმტკიცეს ის, რომ ნაციონალური მოძრაობა არის მეორე, სიდიდით მეორე (ეს ისედაც გასაგები იყო) მაგრამ ერთადერთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფი, რაც პირადად ჩემთვის მიუღებელია. მაგრამ ”ქართულმა ოცნებამ” ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს დაედასტურებინა.”
პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით ”ქართულმა ოცნებამ” ის შედეგი მიიღო, რომელსაც ელოდა:
”ჩვენ მივიღეთ ის, რაც გვინდოდა. ჩვენ გვინდოდა ნაციონალურ მოძრაობას, მის წევრებს უფრო დიდი დივიდენდები მიეღო საზოგადოებიდან, თუ ისინი მოიქცეოდნენ ნორმალურად, ისევე, როგორც მათი ლიდერი. ჰქონოდათ კაცობა, ვაჟკაცობა და ის სურვილი, რაც ჩვენ გაგვაჩნია, რომ მოხდეს მაქსიმალური ინტეგრირება (თუმცა სიტყვა ინტეგრირება ალბათ ძალიან უხეშია), მოხდეს მაქსიმალური აღდგენა ურთიერთობის, რომელიც დაირღვა ნაციონალურ მოძრაობასა და საზოგადოებას შორის. ჩემი დიდი სურვილი იყო მათი ნაბიჯი ისეთი ყოფილიყო, რომ საზოგადოებიდანაც კარგად ყოფილიყო აღქმული. ხმები მისცეს, მაგრამ რაღაც უმადურად გამოუვიდათ, მარილი ვერ მოაყარეს. მე არ მგონია, რომ ეს საზოგადოებამ სიამოვნებიოთ მიიღო, მათ ლიდერს შეეძლო კაცურად გამოსულიყო და მოახერხებდა საზოგადოებასთან ისევ დაახლოება, მაგრამ გაუგებარი გამოსვლა გააკეთა. აგრესიული, ვიღაცას ემუქრება, რაღაცას იმუქრება. რამაც დატოვა ცუდი ფონი ის არის, რომ შეიძლებოდა ამით მომხდარიყო დაახლოება ნაციონალურ მოძრაობას, მის ლიდერს და საზოგადოებას შორის, რისი მცდელობაც მე გამაჩნია. ნაბიჯი გადაიდგა, ყველამ მხარი დაუჭირეთ, შედეგეად შეეძლოთ ფრიადი მიეღოთ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებს მათ ლიდერთან ერთად, მაგრამ გაჭირვებული 3-ანი თუ მიიღეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან, საზოგადოებამაც მე მგონი ყველაფერი გავაკეთეთ ამისთავის და მივიღეთ ის, რასაც ველოდით. პატარა ხიფათი არსებობდა,რომ ნაციონალური მოძრაობა შეიძლებოდა გადაჩეხილიყო, ეს პატარა ნიუანსიც არ დავუშვი, ვურჩიე უსუფაშვილს, მან ეს გაითვალისწინა.”
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი თვლის, რომ ”ნაციონალურმა მოძრაობამ” თავი სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო:
”ყველა იყო შეთანხმებული, რომ ეს იყო დიქტატორული ჩანაწერი კონსტიტუციაში და ვერ შეძლეს გადაებიჯებინათ თავიანთი წარსულისთვის და ეთქვათ, რომ ის რაც ქვეყანას სჭირდება ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ძალიან სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო ”ნაციონალურმა მოძრაობამ” თავი.”
პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ორ პოლიტიკურ ძალას შორის შეხების წერტილების არსებობაზე საუბრობს:
”135 -მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს არცერთის წინააღმდეგ. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ მაინც არსებობს შეხების წერტილები ორ პოლიტიკურ ძალას შორის და შესაძლებლობა იმისა, რომ ორმა პოლიტიკურმა ძალამ უკანა პლანზე გადაწიოს პოლიტიკური ამბიციები და პირველ პრიორიტეტად დასახოს საქართველოს ეროვნული ინტერესები”.
ექსპერტის ხათუნა ლაგაზიძის თქმით სარეიტინგო კენჭისყრით ”ხელი შევუწყვეთ ””ნაციონალური მოძრაობის” რეინკარნაციას:
”ნაციონალური მოძრაობისთვის” ეს აქტი იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკუთარი მომხრეების შემოსაკრებად და იმედის მისაცემად. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია-დასავლეთს აჩვენეს, რომ ის კვლავ არის სიცოცხლისუნარიანი.”
უახლოეს დღეებში გაირკვევა მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში მისვლის თარიღი, თუმცა სავარაუდოდ პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე მარტის ბოლოს წარსდგება.