ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დარჩო ხეჩუაშვილს დეპუტატის ავტომობილის აფეთქების გამო ეძებენ


დარჩო ხეჩუაშვილს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს
დარჩო ხეჩუაშვილს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო 4 ოქტომბერს, თბილისში, პარლამენტარ გივი თარგამაძის ავტომობილ „შკოდა ოქტავიას“ აფეთქების გამო, თავდაცვის, უშიშროებისა და შსს სამინისტროების ყოფილ თანამშრომელს, 42 წლის დარჩო ხეჩუაშვილის ეძებს.

2008-2012 წლებში, ხეჩუაშვილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) მე-5 სამმართველოს სპეცრაზმის წევრი იყო. ბოლო პერიოდში კი ოჯახის წევრების თქმით, ტაქსის მძღოლად მუშაობდა.

ხეჩუაშვილი კუდ-ის მე-5 სამმართველოში მუშაობდა
ხეჩუაშვილი კუდ-ის მე-5 სამმართველოში მუშაობდა

შსს-ს განცხადებით, აფეთქებული აფეთქებული „შკოდა ოქტავიადან“ აღებული ბიოლოგიური მასალიდან გამოყვანილი გენეტიკური პროფილი, ხეჩუაშვილის მშობლების გენეტიკური პროფილების იდენტური აღმოჩნდა. დარჩო ხეჩუაშვილს, დაუსწრებლად, უკვე წარედგინა - დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდება.

შსს-მ ასევე გაავრცელა სათვალთვალო ვიდეოკამარებიდან ამოღებული ჩანაწერები, სადაც, სამინისტროს მტკიცებით, ჩანს, რომ 4 ოქტომბერს, აფეთქების წინ, დარჩო ხეჩუაშვილი "მერსედესის" ფურგონით მივიდა ათონელის ქუჩაზე და შემდეგ ფეხით გადავიდა სობჩაკის ქუჩაზე, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის წინ, სადაც დეპუტატ გივი თარგამაძის „შკოდა ოქტავია“ იდგა.

მას შემდეგ რაც, გივი თარგამაძის ავტომობილი დაიძრა, ხეჩუაშვილი აკვირდება ავტომობილს და იღებს ტელეფონს. რამდენიმე წამში კი აფეთქების ხმა გაისმა.

შსს-ს მტკიცებით, ადამიანი, რომელიც აფეთქებამდე, თარგამაძის "შკოდას" აკვირდება დარჩო ხეჩუაშვილია
შსს-ს მტკიცებით, ადამიანი, რომელიც აფეთქებამდე, თარგამაძის "შკოდას" აკვირდება დარჩო ხეჩუაშვილია

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულმა იმავე დღეს დატოვა საქართველოს ტერიტორია და თავს რუსეთის ფედერაციას აფარებს. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი თამარ პერტაია ამ ინფორმაციას, ამ ეტაპზე, არ ადასტურებს:

ბრალდებულის ადგილსამყოფელი ამ ეტაპზე დაუდგენელია. მისი და მასთან დანაშაულებრივად დაკავშირებული პირების დადგენა-დაკავების მიზნით, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებები მიდის"
თეა პერტაია, შინაგან საქმეთა სამინისტრო

„გივი თარგმაძის ავტომანქანის უკანა მარცხენა ფრთიდან აღებული ბიოლოგიური მასალიდან გამოყვანილი გენეტიკური პროფილი, იდენტურია - ბრალდებულის მშობლების გენეტიკური პროფილისა. მისი ადგილსამყოფელი ამ ეტაპზე დაუდგენელია. ბრალდებულისა და მასთან დანაშაულებრივად დაკავშირებული პირების დადგენა-დაკავების მიზნით, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებები მიდის. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19 და 109 მუხლებით მიმდინარეობს.“

„მერსედესის“ მარკის ფურგონი, სახელმწიფო ნომრით, AA355TA, რომლითაც დარჩო ხეჩუაშვილი მოძრაობდა, მისი საკუთრება იყო, თუმცა, მანქანა ახლო ნათესავზე, ბორის ჩაგუნავაზე ჰქონდა გადაფორმებული.

ბორის ჩაგუნავაც ყოფილი სპეცრაზმელია
ბორის ჩაგუნავაც ყოფილი სპეცრაზმელია

ბორის ჩაგუნავაც ყოფილი სპეცრაზმელია, სხვადასხვა დროს, იგი სპეციალური დანიშნულების რაზმ „დელტაში“, ანტიტერორისტულ ცენტრსა და შსს-ს სწრაფი რეაგირების შენაერთში მსახურობდა. 40 წლის ჩაგუნავა უკვე დააკავებულია.

სამინისტროს მტკიცებით, ჩაგუნავას ავტოფარეხისა და ხეჩუაშვილის საცხოვრებელი სახლის ჩხეკის შედეგად, დიდძალი იარაღი ამოიღეს. მათ შორის, ასაფეთქებელი ნივთიერება - ტროტილი და ჰექსოგენი. თუმცა, ჩაგუნავების ოჯახი კატეგორიულად უარყოფს აღმოჩენილ იარაღთან რაიმე კავშირს.

ოჯახის წევრების თქმით, დარჩო ხეჩუაშვილი ბოლოს ტაქსის მძღოლად მუშაობდა
ოჯახის წევრების თქმით, დარჩო ხეჩუაშვილი ბოლოს ტაქსის მძღოლად მუშაობდა

გარდა, ხეჩუაშვილისა და ჩაგუნავასი, შსს-მ ასევე გაჩხრიკა ყოფილი მზვერავის მიხეილ ჩარგეიშვილის საცხოვრებელი სახლი თბილისში. 2010-12 წლებში ჩარგეიშვილს, შსს-ს სპეციალური ოპერაციების ცენტრის ქვეგანყოფილების უფროსის თანამდებობა ეკავა. სამინისტროში, ამ დრომდე არ განმარტავენ, აქვს თუ არა ჩარგეიშვილს რაიმე კავშირი გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებასთან.

თავად გივი თარგმაძე შსს-ს გამოძიებით უკმაყოფილოა და მას უნდობლობას უცხადებს:

არ არის დასახელებული შემკვეთი, არის მხოლოდ ადამიანი, რომელსაც ისინი იძახიან, რომ ის არის შემსრულებელი და ისიც არ იმყოფება ქვეყანაში. მე ვფიქრობ, ეს ასე დარჩება და რიტორიკაც დარჩება ისეთი, რაც იყო თავიდანვე განსაზღვრული“
გივი თარგამაძე, დეპუტატი

„ჩაგუნავა დააკავეს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის და არა ჩემს საქმესთან კავშირის გამო. უბრალოდ, ასე ხატავენ სიტუაციას.

რაც შეეხება თვითონ იმ პიროვნებას, ვისაც ისინი უწოდებენ და ბრალს დებენ ამ საქმის შესრულებაში, წარმოდგენილი მასალიდან რატომ არის კონკრეტულად ხეჩუაშვილი შემსრულებელი, ამის მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ.

არ არის დასახელებული შემკვეთი, არის ადამიანი, რომელსაც ისინი იძახიან, რომ ის არის შემსრულებელი და ისიც არ იმყოფება ქვეყანაში. მე ვფიქრობ, ეს ასე დარჩება და რიტორიკაც დარჩება ისეთი, რაც იყო თავიდანვე განსაზღვრული.“

„შკოდა ოქტავია“, რომელიც პარლამენტარ გივი თარგამაძეს ეკუთნოდა, 2016 წლის 4 ოქტომბერს, დაახლოებით, 21 საათზე 15 წუთზე, თბილისის ცენტრში, ვოვა ვეკუას ქუჩაზე აფეთქდა. ავტომანქანას პარლამენტარის პირადი მძღოლი დავით ვარდოსანიძე მართავდა. მის გვერდით კი გივი თარგამაძე იჯდა.

აფეთქებას გივი თარგამაძე და მისი მძღოლი შედარებით იოლად გადაურჩნენ. დაშავდა კიდევ ოთხი ადამიანი. მათ შორის, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში, 49-ე სამარშუტო მიკროავტობუსის მძღოლი დავით კუხალაშვილი იმყოფება.

XS
SM
MD
LG