საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ამ წუთებში ნიუ-იორკში მოქალაქეები იკრიბებიან. საქართველოს მოქალაქეები რამდენიმე წუთში ვოლ სთრითის ხართან საქართველოს დროშას საზეიმო ვითარებაში აღმართავენ.
დაგეგმილია სიტყვით გამოსვლებიც. ღონისძიება რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდება. აქციის მონაწილეები როგორც ცნობილია რუსულ ოკუპაციასაც გააპროტესტებენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 101-ე წლის თავს ზეიმობს. საზეიმო ღონისძიებები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც იმართება.
ნიუ-იორკში საზეიმო ღონისძიება საქართველოს საკონსულომ 2 მაისს გამართა, რამდენიმე დღის წინ კი ღონისძიება გაიმართა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაშიც სადაც, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ დიპლომატებს უმასპინძლა.
2 დღის წინ დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს ფილადელფიაშიც, ქალაქის ცენტრში მერიის შენობასთან საქართველოს დროშაც აღიმართა.
ღონისძიებას ნიუ-იორკში საქართველოს კონსული დიანა ჟღენტი, ასევე ამერიკაში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და მეუფე საბა ესწრებოდნენ. ღონისძიების შემდეგ გაიმართა საზეიმო მიღება.
Facebook Forum