ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სალომე ზურაბიშვილი ჩივილს გეგმავს


ცესკომ ორმაგი მოქალაქეობის გამო „საქართველოს გზის“ ლიდერი საპრეზიდენტო კანდიდატად არ დაარეგისტრირა

დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი უთხრა. პარტია „საქართველოს გზის“ ლიდერმა და საქართველოს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა საინიციატივო ჯგუფთან ერთად განაცხადი ცესკოში გუშინ შეიტანა.

ცესკო გადაწყვეტილებას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის 11 პუნქტზე აფუძნებს, რომლის თანახმადაც „საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა“. სალომე ზურაბიშვილს ამ მომენტში საქართველოს და საფრანგეთის მოქალაქეობა აქვს.

პარალელურად, საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ორმაგი მოქალაქეეობის მქონე პირებს აღნიშნული პოსტების დაკავება შეეძლებათ. პარლამენტი კენჭისყრას საპრეზიდენტო არჩევნებამდე გეგმავს. საინფორმაციო პორტალის „სივილ ჯორჯია“ ცნობით,
სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მას არსებული კონსტიტუციით კენჭისყრის უფლება აქვს. ის ცესკოს გადაწყვეტილებას „სრულიად უსაფუძვლოს და უკანონოს“ უწოდებს და ამ ფაქტის სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
XS
SM
MD
LG