ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ, შეძლებისდაგვარად კონსტრუქციული საუბრის გაგრძელებას,"- კელი დეგნანი


ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსა და მმართველ გუნდს, ქართული ოცნების წევრებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება. მოლაპარაკების მთავარი თემა 2020-ის საპარლამენტო არჩევნებია და შექმნილი პოლიტიკური კრიზისი. დიალოგის პროცესი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ჩართულობითა და შუამავლობით მიმდინარეობს. დღეს, მესამე შეხვედრა ქართველ პოლიტიკოსებს შორის ევროკავშირის საელჩოში გაიმართა, პირველ ორ რაუნდს კი ამერიკის ელჩმა უმასპინძლა. მესამე რაუნდის გამართვა ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის, მხრიდან დადებითად შეფასდა. ​

„ძალიან კარგი ნიშანია, რომ პოლიტიკური პარტიები კვლავ ერთად მუშაობენ, ცდილობენ გამოსავლის პოვნას. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ისინი თანხმდებიან, ეს არ არის აშშ-ის ან ევროკავშირის გადასაწყვეტი საკითხი – ეს საქართველოს პოლიტიკური ლიდერების გადასაწყვეტია და ჩვენ გამოსავლის მოსაძებნად სამუშაოს ვასრულებთ. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ, შეძლებისდაგვარად კონსტრუქციული საუბრის გაგრძელებას. ყველაფერი პოლიტიკური პარტიების ლიდერთა გადასაწყვეტია“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

შეხვედრა პარტიების წარმომადგენლებს შორის ამ დრომდე მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ხვალ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელსაც ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს. ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები არც მეათე მოწვევის პარლამენტში აპირებენ შესვლას და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG