ქვეყნის ეკონომიკური ტენდენციების საკითხებზე გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ საქართველოს საბიუჯეტო სფეროში პრობლემები არ არის და 2013 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში მობილიზებულმა საგადასახადო შემოსავლებმა წინა წლის მაჩვენებელს 31.3 მილიონი ლარით გადააჭარბა.
ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, იანვარ-ივლისის მონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ 1.7 პროცენტი შეადგინა. ინფლაცია კი 0 პროცენტია. ნოდარ ხადურის განცხადებით, შემოდგომაზე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იქნება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აღმავლობის შეუქცევადი პროცესი დაიწყო
სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, უცხოური ინვესტიციები 2013 წლის პირველი 6 თვის მანძილზე 4.2 პროცენტით შემცირდა და 458.6 მილიონი შეადგინა. თუმცა, პირველ კვარტალთან შედარებით, მეორე კვარტალში ინვესტიციების რაოდენობა 2.7 პროცენტიან ზრდას აჩვენებს.