ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

26 მაისი: სამხედრო ფიცი, ამერიკელები თბილისში და რუსული დროშები ბათუმში


26 მაისს სამხედრო ფიცი 463 რეკრუტმა და წვევამდელმა დადო
26 მაისს სამხედრო ფიცი 463 რეკრუტმა და წვევამდელმა დადო
სამხედრო ფიცი თავისუფლების მოედანზე
სამხედრო ფიცი თავისუფლების მოედანზე

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს 463 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. სწორედ ამდენმა რეკრუტმა და წვევამდელმა დადო საზეიმო ფიცი თბილისში, მრავალძალში, ანანურში, უფლისციხეში, გრემსა და ზუგდიდში.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაში ქართველ სამხედროებთან ერთად აშშ-ის არმიის ევროპის სარდლობის პირველი ქვეითი დივიზიის პირველი ბრიგადის ინსტრუქტორთა შემადგენლობა მონაწილეობდა.

ამერიკელი სამხედროები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე
ამერიკელი სამხედროები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე

ამერიკელი ინსტრუქტორები "თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში" ქართულ ბატალიონებს ამზადებენ. სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის მნიშვნელობას 26 მაისს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი:

რუსეთის მიერ ქვეყნის 20%-ის ოკუპაციის მიუხედავად, თავისუფლებისკენ ჩვენი სწრაფვა ურყევია. მადლობა ჩვენს მეგობრებს, ნატოს წევრ ქვეყნებს, განსაკუთრებით, მთავარ სტრატეგიულ პატრნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც თავისუფლებისა და ღირსების დასაცავად, ყოველდღიურად გვაძლიერებს"
ლევან იზორია, თავდაცვის მინისტრი

“თავისუფლების დაცვა, დღეს როგორც არასდროს, თავისუფალ საზოგადოებათა სამყაროს საერთო ძალისხმევას საჭიროებს. ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების მიზანი, პირველ რიგში, ჩვენი იდენტობის, თავისუფლებისა და ღირსების დაცვაა.

რუსეთის მიერ ქვეყნის 20%-ის ოკუპაციის მიუხედავად, თავისუფლებისკენ ჩვენი სწრაფვა ურყევია. მადლობა ჩვენს მეგობრებს, ნატოს წევრ ქვეყნებს, განსაკუთრებით, მთავარ სტრატეგიულ პატრნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც თავისუფლებისა და ღირსების დასაცავად, ყოველდღიურად გვაძლიერებს“ - აღნიშნა მინისტრმა.

მომავალი სამხედროების ფიცის დადების ცერემონია თბილისში, თავისუფლების მოედანზე საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნა, პარალელურად, ჰიმნი საქართველოს 14 ქალაქსა და მსოფლიოს 24 ქვეყნის დედაქალაქებში ერთდროულად იმღერეს. ცერემონია კი ქართული მრავალჟამიერით დასრულდა.

26 მაისის აღნიშვნას აჭარის არ-ის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი შეეწირა. აჭარის არ-ის მეთაურმა მინისტრი მას შემდეგ გადააყენა, რაც ბათუმში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობაში, როსტოვიდან ჩამოსულმა საბავშვო ანსამბლმა მიიღო მონაწილეობა. რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოს საპორტო ქალაქში რუსეთის დროშების ფრიალით და „რასიას“ შეძახილებით ჩაიარეს.

კურიოზი ბათუმში, რომელსაც აჭარის არ-ს მინისტრი გადაყვა
კურიოზი ბათუმში, რომელსაც აჭარის არ-ს მინისტრი გადაყვა

Facebook Forum

XS
SM
MD
LG