ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპრეზიდენტო არჩევნები ნიუ-იორკის საარჩევნო უბანზე გრძელდება


შეერთებულ შტატებში საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი, ნიუ იორკის დროით, დილის 8:00 საათზე დაიწყო.

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამი საარჩევნო უბანია გახსნილი, მათგან ორი ნიუ-იორკშია განთავსებული.

ნიუ-იორკში 3000-ზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული. #9 საარჩევნო უბნის თავმჯდომარის, მარინა ღვთისიაშვილის განცხადებით, აქტივობა მაღალია. საარჩევნო უბნები ნიუ-იორკში საღამოს რვა საათზე დაიხურება. ნიუ-იორკში მიმდინარე კენჭისყრის შესახებ ინფორმაციას "ამერიკის ხმა", ადგილიდან მოგაწვდით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG