ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა


კაპრალი მინდია აბაშიძე ავღანეთში დისლოცირებული ქართული ჯარების შემადგენლობიდან მორიგი მსხვერპლია

ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურე, მინდია აბაშიძე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია: „საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა." ოფიციალური უწყების კორესპონდენციაში მითითებულია, რომ ჯარისკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ხარჯებს სამინისტრო აიღებს.

ინციდენტის გამო მწუხარება გამოთქვეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და საქართველოს მომავალმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.

კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ის 2010-2011 წლებშიც მონაწილეობდა.
XS
SM
MD
LG