ღაზის სექტორში, ერთ-ერთ ფოტორეპორტიორის თქმით, დაბომბვის შედეგად მისი სახლი დაინგრა და მისი ოჯახის წევრები დაიღუპნენ. დაბომბვამდე რამდენიმე დღით ადრე, ისრაელის მედიის ერთ-ერთი ადვოკატირების ჯგუფმა თქვა, რომ კითხვები ჰქონდათ ამ ადამიანის მიერ "ჰამასის" ისრაელზე თავდასხმის გაშუქებასთან დაკავშირებით. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ჟურნალისტს, სოციალურ ქსელებში, მკვლელობით ემუქრებოდნენ.
იესერ ქუდიჰი დაბომბვას გადაურჩა, თუმცა მისი თქმით, მისი ოჯახის 8 წევრი გარდაიცვალა. დაბომბვრა 13 ნოემბერს მოხდა.
ანგარიში, რომელიც ისრაელში გამოქვეყნდა სვამდა კითხვას, ხომ არ იცოდა ფოტოგრაფმა წინასწარ, რომ "ჰამასი" ისრაელს თავს დაესხმებოდა.
ქუდიჰი ფოტოებს სააგენტო "როიტერს'' აწოდებდა, თუმცა მისი შტატიანი თანამშრომელი არაა. სააგენტომ უარყო რაიმე ტიპის კავშირი ფოტოგრაფსა და "ჰამასის" თავდასხმას შორის.
ქუდიჰი ამბობს, რომ სახლში დაბომბვამდე ერთი საათით ადრე დაბრუნდა. "ისრაელი ჩემს სახლს დაესხა თავს... რატომ არ ვიცი",- ამბობს ფოტო ჟურნალისტი.
სააგენტო "როიტერმა" ვერ შეძლო გადაემოწმებინა, ვინ იყო ამ დაბომბვაზე პასუხისმგებელი და იყო თუ არა ეს დაკავშირებული ისრაელში გამოქვეყნებულ ანგარიშთან. კომენტარი ამასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია არც ისრაელის თავდაცვის ძალებს.