ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქება პალესტინელთა პრემიერის ავტოკოლონასთან


პალესტინელთა პრემიერ-მინისტრის რამი ჰამდალას ესკორტზე თავდასხმა მოხდა. ღაზის სექტორში მოულოდნელი ვიზიტის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად, რამდენიმე მანქანა დაზიანდა. პრემიერი არ დაშავებულა და რამდენიმე საათში საჯარო ღონისძიებას დაესწრო.

სექტორის იმ ნაწილს, სადაც ავტოკოლონა გადაადგილდებოდა, დაჯგუფება ჰამასი აკონტროლებს. პრემიერის ოფისის განცხადებით, მომხდარზე პასუხისმგებლობა სწორედ ჰამასს ეკისრება. პალესტინელთა პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის პრესსპიკერმა აფეთქებას “მხდალთა” იერიში უწოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG