ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაგისტრალური გაზსადენი სახელმწიფო საკუთრებაში დარჩება


მაგისტრალური გაზსადენი სახელმწიფო საკუთრებაში დარჩება
მაგისტრალური გაზსადენი სახელმწიფო საკუთრებაში დარჩება

მინიმუმ 51 პროცენტი მაგისტრალური გაზსადენისა სახელმწიფო საკუთრებაში დარჩება. მაგისტრალური გაზსადენი არასაპრივატიზაციო ნუსხიდან ამოვარდება და ობიექტის აქციათა გარკვეული რაოდენობა ლონდონის ბირჟაზე განთავსდება. ამ ფაქტს საკმაოდ პოზიტიურად აფასებს ამერიკის ხმის რესპოდენტი პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე :-„ ამით მოხდა ის, რომ სახელმწიფო შეინარჩუნებს მილსადენზე აქციათა საკონტროლო პაკეტს, ანუ 51 პროცენტს, რაც არის მისასალმებელი და მეორეს, მხრივ გაზსადენის აქციების გაყიდვა გარკვეულ თანხას შემოიტანს სახელმწიფო ბიუჯეტში. თუმც აქ რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია საქართველოს ეროვნული ინტერესები, კონკრეტულად ის თუ რომელი კომპანია შეისყიდის ამ აქციებს.“ ბატონი ნიკას თქმით იმის საშიშროება, რომ ეს მილსადენი რუსეთის მფლობელობიაში აღმოჩნდეს არ არსებობს, რადგანაც აქციათა საკონტროლო პაკეტი , ანუ 51 პროცენტი საქართველოს მფლობელობაში იქნება. ბატონმა ნიკამ ასევე ისაუბრა ევრაზიის ენერგეტიკულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სპეციალური წარმომადგენლის რიჩარდ მორნინგსტარის საქართველოში ვიზიტზე და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი მეტად მნიშვნელოვანია საქართველოსათვის, რადგანაც მხარეებმა განიხილეს ენერგეტიკის დარგში რეგიონში არსებული ვითარება და ისაუბრეს ახალი პროექტების პერსპექტივებზე, მათ შორის საქართველოს გავლით აზერბაიჯანული ბუნებრივი და თხევადი აირის ტრანსპორტირების საკითხებზე.

XS
SM
MD
LG