ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრემიერი ღარიბაშვილი რუსეთისგან პროვოკაციებს არ გამორიცხავს


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთისგან პროვოკაციებს არ გამორიცხავს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა სი ენ ბისის ტელევიზიას დავოსში სტუმრობისას განუცხადა.

"ჩვენ ორმხრივ ურთეირთობებში პრობლემები გვქონდა წარსულში, გვქონდა ომიც, და წელს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გვაქვს პრობლემები. ჩვენი მთავრობა, ჩემი წინამორბედის ჩათვლით, შეეცადა ურეთიერთობების გაუმჯობსესებას რუსეთთან,"-განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, კულტურული და სავაჭრო ურთიერთობები გაუმჯობესდა, თუმცა პოლიტიკური სფერო დაძაბულობას წარმოშობს.

21 იანვარს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თბილისთან ურთიერთობების კომენტირებისას განაცხადა, რომ მოსკოვი „აფასებს“ საქართველოს სურვილს წვლილის შესატანად სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოებაში, თუმცა მიუხედავად ორმხრივ ურთიერთობებში „გაუმჯობესების ყველა ნიშნისა“, საქართველოს უარი აღიაროს ის „რეალობები“, რომლებიც 2008 წლის ომის შემდეგ შეიქმნა, ურთიერთობის „შემაფერხებელ“ ფაქტორად რჩება.
XS
SM
MD
LG