ვაშინგტონი —
საქართველოს პრემიერ მინისტრი შეერთებულ შტატებში ვიზიტს აგრძელებს. გუშინ მან საჯარო მოხსენება წაიკითხა გავლენიან კვლევით ორგანიზაცია “ატლანტიკის საბჭოში”. პრემიერი გამომსვლელთა წინაშე ამერიკელმა სენატორმა ქრისტოფერ მერფიმ წარადგინა. მერფიმ საქართველოს პროგრესზე, წარსულ ეფექტურობაზე, წარმატებულ არჩევნებზე და ახალი მთავრობის, კერძოდ ახალბედა პრემიერ მინისტრის ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა.
ბატონმა ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტზე და თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა და მიმდინარე ვიზიტი წარმატებულად შეაფასა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს ახალმა მთავრობამ მხარდაჭერა მიიღო საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე, მან ასევე ეკონომიკური რეფორმების მნიშვნელობაზე და ახალი მთავრობის სხვადასხვა გამოწვევებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ამერიკელ პარტნიორებთან შეხვედრებში საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ საქართველო ამერიკის მხრიდან მეტ მხარდაჭერას ელის. პრემიერმა ისაუბრა ბორდერიზაციის პრობლემაზე, რომელსაც სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიაზე აქვს რუსეთის მხრიდან ადგილი და მოსკოვთან გადადგმულ შემხვედრ ნაბიჯებზეც შეჩერდა საკუთარ გამოსვლაში.
საჯარო შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერი ქართულ და უცხოურ მედიას გაესაუბრა, და აღნიშნა: "ჩვენთვის სასიხარულო იყო, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, პირადად შევხვედროდით ბატონ პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს. ჩვენ განვიხილეთ მთელი რიგი საკითხები ურთიერთთანამშრომლობის სფეროებიდან. ძალიან სასიხარულო იყო ის, რომ თვითონ ბატონმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და გავაღრმავოთ ურთიერთობები ეკონომიკურ სფეროში. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების შესახებ. ჩვენ გვექნება ამის თაობაზე საუბარი სავაჭრო დეპარტამენტთანაც“ -აღნიშნა ქართველმა პრემიერ მინისტრმა.
პრემიერი ხვალ ნიუ იორკში ჩავა, სადაც კოლუმბიის უნივერსიტეტში გამოვა სიტყვით, შემდეგ კი ქართულ დიასპორას შეხვდება.