ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნაადრევი სიკვდილიანობის მთავარი რისკ-ფაქტორები - რუბრიკა "გალილეო"


დედამიწაზე ნაადრევი სიკვდილიანობის წამყვან მიზეზებად, ე. წ. “მკვლელებად”, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი ანგარიშის მიხედვით, ისევ რჩება:

  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
  • ქრონიკული რესპირატორული დაავადებები
  • კიბო
  • დიაბეტი

მსოფლიოში ნაადრევი სიკვდილიანობის 15 მილიონამდე შემთხვევა ფიქსირდება, რომელიც ყოველწლიურად 30-დან 70 წლამდე ასაკის ადამიანებში აღირიცხება. ამ მიმართულებით სახელმწიფოთა მთავრობების მიერ მიღწეული პროგრესი საკმაოდ ლიმიტირებულია, აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.

ნაადრევი სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის წამყვან რისკ-ფაქტორებად ორგანიზაციამ დაასახელა:

  • თამბაქო
  • არაჯანსაღი კვება
  • ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა
  • ალკოჰოლის მავნე სახით გამოყენება

ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროების, თუ დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ეროვნული ცენტრების მიერ წამყვანი რისკ-ფაქტორების მართვაში მიღწეული წარმატება “არათანაბარი და არასაკმარისია” - აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. ანგარიშში, რომელშიც მთლიანად არაგადამდებ დაავადებებს ეძღვნება, მათი უკეთ კონტროლის და პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მთავრობებს მეტი მუშაობისკენ მოუწოდა.

როგორ აფასებს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია ამ მიმართულებით საქართველოში შექმნილ ვითარებას:

  • მოსახლეობა - 3 952 000
  • არაგადამდები დაავადებებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი - 93%
  • არაგადამდები დაავადებებით ნაადრევად დაღუპულთა საშუალო წლიური რაოდენობა 46 000

ანგარიში 18 სექტემბერს გამოქვეყნდა. მისი სახელწოდებაა “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის არაგადამდები დაავადებების პროგრესის მონიტორი 2017”. სპეციალისტები მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, თითოეულ ქვეყანას რამდენიმე მიმართულებით კონკრეტულ რჩევებს სთავაზობენ. საქართველოს შესახებ ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მე-80 გვერდზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG