საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, "2008 წლის აგვისტოს ომის 12 წლის თავზე, ჩვენ პატივს მივაგებთ იმ სამხედროებსა და სამოქალაქო პირებს, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს ჩვენი სამშობლოს დასაცავად." - გიორგი გახარიამ ეს განცხადება სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გააკეთა.
როგორც იგი აღნიშნავს, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს დესტაბილიზაციური ქმედებები და 2008 წლის "ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება" შეასრულოს.
„რუსეთმა უნდა შეწყვიტოს დესტაბილიზაციური ქმედებები და 2008 წლის "ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება" შეასრულოს. ეს ომი მოუშუშებელ იარად რჩება ყველა ქართველის გულში,“- აცხადებს საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია.
Facebook Forum