დღეს ლონდონში დიდი რვიანის მინისტრებმა გააფრთხილეს ჩრდილოეთ კორეა, რომ იმ შემთხვევაში თუ ის კიდევ ერთ რაკეტას გაუშვებს ან ბირთვულ ცდას ჩაატარებს და დაარღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას, ფხენიანის ქმედებას მოჰყვება შესაბამისი ზომები.
შეხვედრის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრების სახელით განცხადება ჯგუფის თავმჯდომარემ, უილიამ ჰეიგმა გააკეთა.
ჰეიგმა დააზუსტა, რომ გაფრთხილება გულისხმობს სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებას და არა სამხდრო აქტივობას. მაგრამ აქვე დასძინა, რომ ყველანი, მათ შორის რუსეთიც ერთ პოზიციაზე დგანან. ლიდერები მთელი სიმკაცრით გმობენ ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამას.