ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"დიდი შვიდეული" მსოფლიო ეკონომიკის გაუმჯობესების პირობას დებს


პანდემიის დაწყებიდან პირველად, მსოფლიო ლიდერები "დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში ერთმანეთს პირისპირ რომში ხვდებიან. გამოწვევები, რომლებიც ლიდერებმა უნდა განიხილონ, ბევრია: ეკონომიკის აღდგენა, საწვავზე გაზრდილი ფასები, კოვიდ-19-ის ახალი აფეთქებები, შეფერხებები მომარაგების სექტორში და სხვა.


ამ სამიტში მონაწილე ლიდერების ქვეყნები მსოფლიო ეკონომიკის 80%-ს წარმოადგენენ. ანალიტიკოსებს ეჭვი ეპარებათ, რომ ლიდერები შეძლებენ ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რაც დაუყოვნებლივ დაეხმარება მოქალაქეებს და მზარდი ფასების წნეხს მოუხსნის. ფასები კი მსოფლიოში თითქმის ყველაფერზე იზრდება, იქნება ეს საკვები, ავეჯი თუ კომუნალური გადასახადები. მით უმეტეს ზამთრის მოახლოებასთან ერთად.

ჯანდაცვისა და ეკონომიკის კუთხით მომუშავე ლიდერები რომში ერთმანეთს პარასკევს, პრეზიდენტების სამიტამდე ხვდებიან. პრემიერ-მინისტრები კი შაბათ-კვირას. თუმცა, მნიშვნელოვანი მოთამაშეები მსოფლიო ეკონომიკაში - რუსეთი და ჩინეთი - სამიტს არ ესწრებიან. ეს კი განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობისთვის შესაძლოა სულაც არ იყოს სასიკეთო. ამავე კვირას გლაზგოში გაეროს კლიმატის ცვლილების სამიტიც იმართება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი აცხადებს, რომ ეკონომიკური აღდგენის პრიორიტეტები მარტივია: მსოფლიო მოსახლეობის ვაქცინაციის დაჩქარება. თუმცა, რომის სამიტიდან ვაქცინების შესახებ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ექსპერტები არ ელოდებიან.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ლიდერები ისაუბრებენ, სავარაუდოდ იმ გლობალური შეთანხმების აღნიშვნა იქნება, რომელსაც ქვეყნებმა მინიმალური კორპორაციული მოგების გადასახადების შესახებ მიაღწიეს. ქვეყნები ცდილობენ მულტინაციონალური კომპანიების მიერ უდიდესი მოგების მიღება ისეთ ქვეყნებში, სადაც მცირე ან თითქმის ნულოვანი გადასახადებია, თავიდან აიცილონ.

"დიდი ოცეულის" ყველა ქვეყანამ ამ შეთანხმებას ხელი მოაწერა. შეთანხმება მიღწეულია 130 სხვა ქვეყანასთანაც. ახლა კი ამბიციური გეგმა - ამ შეთანხმების 2023 აღსრულებაა მნიშვნელოვანი.


სამიტზე განიხილავენ გაზსა და ნავთობზე მზარდ ფასებსაც. შეხვედრას საუდის არაბეთიდან და რუსეთიდან ენერგოწარმოების სფეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული დელეგაციებიც ესწრება. წარმოდგენილნი არიან მომხმარებელთა კუთხით ევროპისა და ჩინეთის ინტერესების დამცველებიც.

ამერიკის პრეზიდენტი ქვეყნებს მოუწოდებს მეტი ინფორმაცია გახადონ გამჭვირვალე იმის შესახებ, თუ რა ხდება მომარაგების სფეროსთან დაკავშირებით. განვითარებად ქვეყნებში პორტებისა და ქარხნების დაკეტვამ, მათმა შეფერხებით მუშაობამ, გადამზიდი კონტეინერების დეფიციტმა და მზარდმა მოთხოვნამ მომარაგების მთელი ჯაჭვი დააზარალა. მთელ მსოფლიოში არაერთი პროდუქტის ნაკლებობა შეიმჩნევა, მათ შორის ველოსიპედების თუ იმ კომპიუტერული ჩიპების, რომლებიც მობილური ტელეფონების, მანქანებისთვის, თუ სხვა ტექნოლოგიებისთვისაა საჭირო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG