როგორი იქნება მომავლის ქალაქები? ამ კითხვით აშშ-ის 1300-მდე საშუალო სკოლის 40 000 მოწაფეს მიმართეს. ყოველწლიური კონკურსის „მომავლის ქალაქი“-ს ფინალში 37-ი გუნდი გავიდა. სწორედ ამ გუნდებს მოუწია დედაქალაქში ჩასვლა და ჟიურის წევრების წინაშე საკუთარი პროექტების წარდგენა და დაცვა.
ყოველწლიური კონკურსის მიზანი, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში უფრო მეტი ახალგაზრდის ჩართვაა. სპონსორობას კი პროფესიონალური და ტექნოლოგიური საზოგადოების კონსორციუმი უწევს. ამ პროექტით დაინტერესდნენ ასევე სხვა დიდი ამერიკული კორპორაციებიც.
სკოლის მოსწავლეებს მაკეტები ბუნებრივი და მეორადი გადამუშავების მასალებით უნდა დაემზადებინათ, ამასთან ღირებულება 100 დოლარს არ უნდა გადაეჭარბებინა. გუნდებს უნდა დაეწერათ თემები, სადაც ახსნიდნენ თავინთ გადაწყვეტილებებს, იდეას და პასუხს გასცემდნენ ექსვსკაციანი ჟიურის კითხვებს.
გრეგორი ბენტლი, კომპანია „ბენტლი სისტემს ინკორპორეიტიდის“ აღმასრულებელი დირექტორია და კონკურსის მთავარი დამფინანსებელი. წლევანდელი კონკურსის თემა „ქალაქის ტრანსპორტირება“ იყო. ბატონი ბენტლის განცხადებით დღეს ტრანსპორტი მსოფლიოს ქალაქების ერთ-ერთ საჭირბოროტო საკითხს წარმოადგენს:
„მემგონი აშშ-ში ახლა გაჩნდა ახალი თაობა, რომლისთვისაც მანქანის ყოლა ცხოვრების განუყოფელ ნაწილს აღარ წარმოადგენს.“
ჯორჯიის შტატის სკოლის მე-8 კლასის მოსწავლემ დევიდ სტრაუბმა, კეტრინ ბარისთან და რებეკა ნორთთან ერთად მომავლის ქალაქის ახლებური ხედვა შეიმუშავა. მათი აზრით, დროთა განმავლობაში საჯარო მოხმარების ტრანსპორტი იქნება მარტივი და ეკოლოგიურად სუფთა:
„ამ იდეის მიხედვით, მაგნიტური სიხშირეების გამოყენება საშუალებას მისცემს ადამინაბს დედამიწის ზედაპირს მოწყდნენ და გადაადგილდნენ მაგნიტური ველის დახმარებით.“
ჰიუსტონის სკოლის მოსწავლეებმა წარადგინეს მაკეტი, რომელიც მათი ხედვით 2084 წლის ბრაზილიის ერთ-ერთი ქალაქია და სადაც ტრანსპორტი ძირითადად ელექტრობაზე მუშაობს. ლეილა მეზა ჰიუსტონის გუნდს წარმოადგენდა:
„ავტო ფარეხებს აქვს ფოტოვალტაჟური უჯრედები და რამდენჯერაც მანქანა დადგება ფარეხში, მოხდება მასი დატენვა ენერგიით და გადაადგილება დღის განმავლობაში.
როგორც ჯორჯ ბენტლი აცხადებს, „მომავლის ქალაქის კონკურსი“ უკვე 22 წელია ტარდება და მთელი ყურადღება სკოლის ასაკის ახალგაზრდების მეცნიერებით დაინტერესებაა:
„სკოლის მოსწავლეები ამ პერიოდში ირჩერვენ მათემატიკის, სპეციალურ, გაძლიერებულ კურსებს. შერჩევა ამ ასაკში თუ არ მოხდება, მომავალში ეს ახალგაზრდები ინჟინრები ვერ გახდებიან.“
მთავარი პრიზი კონკურსში გამარჯვებისთვის 7500 დოლარია და წელს ის მიჩიგანის ერთ-ერთმა სკოლამ მოიგო. ფულადი პრიზის გარდა გუნდის წევრებმა ამერიკის კოსმოსის ცენტრში საგზურები მოიპოვეს.
მიუხედავად იმისა, გაიმარჯვებენ თუ არა კონკურსში ბავშვები, მუშაობის გამოცდილება პროექტზე უბიძგებს მათ იფიქრონ კარიერაზე სამეცნიერო და ტექნოლოგიურ სფეროში. მათ შორისაა ერიკ სვეილერი ნიუ მექსიკოდან:
„მომავალში მეცნიერი უნდა გამოვიდე, თუმცა ჯერ არ ვიცი რომელ სფეროს ავირჩევ.“
ერიკს ამ ეტაპზე სასწრაფოდ გადასაწყვეტი არაფერი აქვს, წინ ჯერ კიდევ ბევრი დროა.