ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოსოვოს ყოფილი პრემიერი საფრანგეთის სასამართლომ გაათავისუფლა


რამუშ ჰარადინაი, სერბეთის ყოფილი პრემიერი
რამუშ ჰარადინაი, სერბეთის ყოფილი პრემიერი

საფრანგეთის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სერბეთის მოთხოვნა კოსოვოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ექსტრადირების თაობაზე. რამუშ ჰარადინაი კოლმარის სასამართლომ დღეს გაათავისუფლა.

საფრანგეთის პოლიციამ ის წელს იანვრის დასაწყისში დააპატიმრა სერბეთის მოთხოვნით. ამან კოსოვოსა და სერბეთს შორის დაძაბულობა გამოიწვია.

ჰარადინაი კოსოვოს პრემიერ მინისტრი 2004 და 2005 წლებში იყო. ის კოსოვოს გათავისუფლების არმიას მეთაურობდა, რომელიც 90-იან წლებში, სერბეთისგან დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად პარტიზანულად იბრძოდა. სერბები მას სამოქალაქო მოსახლეობის მკვლელობასა და წამებაში ადანაშაულებენ.

ჰარადინაი ჰააგის ომის დანაშაულებათა საერთაშორისო ტრიბუნალმა ორჯერ გაასამართლა და ორივეჯერ გაამართლა. სერბები ახალი სასამართლო პროცესის მოწყობას ითხოვდნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG