ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უფასო ონლაინ სწავლება


უნივერსიტეტი 40-მდე უფასო კურსებს სთავაზობს და რეგისტრაცია უკვე მილიონნახევარმა სტუდენტმა გაიარა

აკადემიური სამყაროს ყურადღება მიიპყრო განცხადებამ, რომელიც 2011 წელს სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა ინტერნეტით გამოაქვეყნა. პროფესორი ონლაინ კურსებს ხელოვნებათმცოდნეობის საგანში უფასოდ სთავაზობდა. შედეგად მსოფლიოს მასშტაბით 160 ათასზე მეტი სტუდენტი დარეგისტრირდა. სტენფორდის უნივერსიტეტს ჰარვარდის და მასაჩუსეცის ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა მიბაძეს და უფასო ონლაინ საგანმანათლებო პროგრამები შექმნეს.


სტენფორდის უნივერსიტეტის საინჟინრო კურსიც ონლაინ-სასწავლო პროგრამაში შევიდა. მთლიანობაში უნივერსიტეტი 40-მდე უფასო კურსებს სთავაზობს და რეგისტრაცია უკვე მილიონნახევარმა სტუდენტმა გაიარა. ისინი ჩვეულებრივ ამზადებენ საშინაო დავალებებს, ესწრებიან ლექციებს , თუმცა უნივერსიტეტის ხარისხის მისაღებად კრედიტს ვერ გამოიმუშავებენ. უნივერსიტეტის პრორექტორი ჯონ მიტჩელი რომელიც ონლაინ სასწავლო კურსს ხელმძღვანელობს, აცხადებს რომ კოლეჯი ამას საზოგადოების დასახმარებლად აკეთებს.

„მიტჩელი ამბობს რომ ის პედაგოგია რითაც ამაყობს. მისთვის ძალიან სასარგებლოა როცა ხედავს რომ ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან განათლებას ეუფლებიან .სწორედ ეს არის მიზეზი რის გამოც ადრიანად ვდგებით“- აცხადებს მიტჩელი.

უფასო კურსების მიზანს წარმოადგენს ისიც რომ სტუდენტებს გაუჩნდეთ სურვილი სხვა კურსებზეც ჩაეწერონ რომელიც უკვე ფასიანია. ონლაინ-განთლება ძირითადად ადაპტირებულია დიდი კოლეჯების მიერ , თუმცა უშუალოდ კოლეჯის ტერიტორიაზე ცხოვრების და სწავლის ტრადიციას ეს ხელს არ შეუშლის .

თუმცა დევიდ სტივენსი, რომელიც წარსულში სტენფორდში ასწავლიდა ხოლო შემდგომ ონლაინ უნივერსიტეტი დაარსა სახელწოდებით „უდისიტი“, ამბობს რომ კვალიფიციური განათლების მიღება საკმაოდ ძვირდება.

„მისი თქმით ეს კარგი სისტემაა ბევრი ადამიანისთვის, ზოგიერთის გონება უფრო გახსნილია, ადვილად ითვისებს ამ პროგრამას , თუმცა არსებობს კატეგორია, რომელთათვისაც ონლაინ განათლების მიღება რთულია.“

„უდასიტი“ არაკომერციული კოლეჯია, ძირთადად შექმნილია ონლაინ სწავლებისთვის და კურსების უმრავლესობა უფასოა. ლექციების დროს იყენებენ ვიდეოებს და სავარჯიშოებს რომ სტუდენტებს მასალის ათვისება გაუადვილდეთ.
სტუდენტებს შეუძლიათ ვიდეო-კონფერენცია მოაწყონ ,რაც ფასიანია, ასევე პრობლემებზე ონლაინ , უფასოდ გაესაუბრონ თავიანთ კოლეგებს.

ამასობაში იზრდება იმ კოლეჯების რაოდენობა რომლებიც ონლაინ სწავლებას სთავაზობენ , ზოგიერთი უფასოა ზოგიც კი ფასიანი. „ხან აკადემია“ არის არაკომერციული უფასო სასწავლებლის ვებ-საიტი, რომელიც შეიცავს 35 ათას სასწავლო ვიდეოს სხვადასხვა ენებზე . ამ სასწავლო პროგრამით ყოველთვიურად 6 მილიონამდე ადამიანი სარგებლობს.

მისი დამფუძნებელია სელმან ხანი. მას არ გასჭირვებია დონორების მოძებნა, როგორებიცაა ბილის და მელინდა გეითსის ფონდი რომელიც კვალიფიციურ განათლებას სთავაზობს ყველა მსურველს მსოფლიოში.

სალმან ხანი ამბობს რომ ყოველთვის პატარა მონდომებით შეიძლება ვინმესთვის შექმნა დამატებითი და განუსაზღვრელი შესაძლებლობა ვიღაცის სასარგებლოდ. როდესაც ამას წარმოიდგენ სირცხვილია რომ ეს არ გამოიყენო“.

კრიტიკოსები ამბობენ რომ ონლაინ-სწავლასაც აქვს თავის უარყოფითი მხარე. გამოკვლევებმა აჩვენა რომ ასეთი ტიპის სტუდენტებში ცოდნის ხარისხი ძალიან დაბალია. თუმცა მომხრეები ამბობენ რომ ტექნოლოგიური ევოლუცია უფროდაუფრო ახალ სიახლეებს და შესაძლებლობებს იძლევა მთელი მსოფლიოსთვის.
XS
SM
MD
LG