ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაიკლ ბლუმბერგის ქველმოქმედება


70 წლის მილიარდერი პირველი ადამიანია, რომელმაც ერთ უნივერსიტეტს 1 მილიარი დოლარი შესწირა

ნიუ იორკის მერმა მაიკლ ბლუმბერგმა 350 მილიონი დოლარი შესწირა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტს, რომლის კურსდამთავრებულიც თავად გახლავთ. ამ უკანასკნელი თანხით ბლუმბერგის მიერ უნივერსიტეტისთვის გაწეულმა ქველმოქმედებამ 1 მილიარდი დოლარი შეადგინა.

350 მილიონიდან ჯონს ჰოპკინსი 250 მილიონით 50 ახალ პროფესორს დაიქირავებს, რომლებიც პროექტებს დაიწყებენ წყლის რესურსის მდგრადობის ხელშეწყობის, ინდივიდუალიზებული ჯანდაცვის პროექტების, გლობალური ჯანდაცვის, სამეცნიერო სწავლებისა და ურბანულ ტერიტორიებზე მწვანე საფარის გაშენების გააქტიურების მიმართულებით.

დარჩენილი 100 მილიონი კი ბაკალავრის დონეზე სტუდენტების ფინანსურ დახმარებას მოხმარდება.

70 წლის მილიარდერი პირველი ადამიანია, რომელმაც ერთ უნივერსიტეტს 1 მილიარი დოლარი შესწირა.
XS
SM
MD
LG