ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთში ინფიცირებულთა ყოველდღიურმა მაჩვენებლმა იმატა


ბოლოს სამი დღის განმავლობაში, საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევები 10 000-ს აჭარბებს. გასული დღე-ღამის განნმავლობაში, ინფიცირების 12 500-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. სპეციალისტები ინფიცირების შემთხვევების მატებას, ვირუსის დელტა ვარიანტის გავრცელებას უკავშირებენ.

ჯანდაცვის სამიისტროს მონაცემებით, შაბათს ინფიცირების 10 949 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო პარასკევს - 10 908.

უწყებისვე მონაცემებით, ამ დროისთვის ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში, 891 ინფიცირებულია მოთავსებული. ჰოსპიტალში გარდაცვლილთა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და ჯამში 111 472-ს შეადგენს.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, 19 ივლისის მდგომარეობით, მოსფლიოში კოვიდ-19-ით ინფიცირების 190 653 845 და 4 092 732 გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება.

რაც შეეხება საქართველოს, ოფიციალური სამთავრობო ვებგვერდის, www.stopcov.ge -ს მიხედვით, ბოლო 24 საათში ინფიცირების 848 და გარდაცვალების 15 შეშემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში, საქართველოში 388 329 ადამიანი დაინფიცირდა და 5 566 გარდაიცვალა.

ამ ფონზე, საქართველოში ჯამში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით 357 106 ადამიანია აცრილი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG