რუსეთში, 2020 წელს, ნარკოტიკებთან დაკავშირებული გარდაცვალებების რიცხვი, წინა წელთან შედარებით, 60 პროცენტით გაიზარდა, რაც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, მთელ მსოფლიოში არსებულ ტენდენციას იმეორებს.
ტელეარხმა “რბკ” (როს ბიზნეს კონსალტინგი), რუსეთის სტატისტიკის სააგენტოს მონაცემების ანალიზის თანახმად გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ გასულ წელს, ნარკოტიკების ზედოზირებით 7316 ადამიანი გარდაიცვალა. ერთი წლით ადრე, ეს რიცხვი 4569 იყო.
2016-2018 წლებში, რუსეთში, ნარკოტიკების მიზეზით 4400-დან 4800-მდე ადამიანი გარდაიცვალა.
2020 წელს, ალკოჰოლთან დაკავშირებული მიზეზებით ასევე 50,400, ანუ 2019 წელთან შედარებით 6,3 პროცენტით მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
ივნისში, გაეროს ნარკოტიკების და დამნაშავეობის საკითხების ოფისმა აღნიშნა, რომ პანდემიამ მთელ მსოფლიოში ნარკოტიკების მოხმარების ზრდა გამოიწვია, რაც ნაწილობრივ ეკონომიკური გაჭირვებით და ფსიქიური ჯანმრთელობის პრობლემებით იყო განპირობებული.
Facebook Forum