ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ისლამურ სახელმწიფოს შეუტიეს


პარიზი--

საფრანგეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ავია იერიშები განახორციელეს დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს დასაყრდენ პუნქტზე ქალაქ რაქაში, სირიაში. არსებული ცნობებით განადგურებულია ამ ტერორისტული ორგანიზაციის სამეთაურო პოსტი და საწვრთნელი ბანაკი.

საფრანგეთის სამხედრო უწყების განცხადებით, 10 მოიერიშე თვითმფრინავმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სამიზნეებზე 20 ჭურვი ჩამოაგდო. აღსანიშნავია, რომ ეს ოპერაცია საფრანგეთის მიერ დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმართული ყველაზე მასშტაბური საარტილერიო ოპერაციაა.

XS
SM
MD
LG