ორი თავდამსხმელი, რომელმაც საფრანგეთში, ნორმანდიის ეკლესიაში მღვდელი დანის მუქარით მძევლად აიყვანა და შემდეგ მოკლა, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს ჯარისკაცი“ იყო. ასეთი განცხადება შეიარაღებულ დაჯგუფებასთან დაკავშირებულმა ახალი ამბების სააგენტომ გააკეთა.
ქალაქ სენ-ეტიენ-დუ-რუვრეიში, თავდასხმის ადგილის მონახულების შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა თქვა, რომ პოლიციის მიერ მათი მოკვლის წინ, თავდამსხმელებმა დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო“-სადმი თავისი ერთგულება გამოთქვეს.
საფრანგეთის უშიშროების სამსახური ცნობით, სანამ პოლიცია ჩაერეოდა, ორმა თავდამსხმელმა მღვდელს ყელი გამოჭრა.