ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხმელთაშუა ზღვაში, სავარაუდოდ, 41 ადამიანი დაიღუპა


სავარაუდოდ, 41 ადამიანი დაიღუპა ხმელთაშუა ზღვაში მცირე ზომის გემის გადაბრუნების და ჩაძირვის შედეგად. გემზე მიგრანტები იყვნენ, რომლებიც ევროპაში არალეგალურად შესვლას ცდილობდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიელი ოფიციალური პირები დ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ავრცელებენ. მათ მიერვე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გადარჩენილები იტალიის კუნძულ ლამპედუზაზე გადაიყვანეს.

ადგილობრივმა პროკურორმა, სალვატორე ველამ და გაეროს სააგენტოს სამმა წარმომადგენელმა დაადასტურეს მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩაძირული გემიდან 4 ადამიანი გადარჩა. ისინი იმ გემზე იყვნენ, რომელსაც 45 ადამიანი გადაყავდა. მათ შორის სამი ბავშვი იყო.

გადარჩენილები- 13 წლის ბიჭი, ორი მამაკაცი და ერთი ქალი, იტალიის კუნძულზე ოთხშაბათს, ანუ მომხდარიდან 6 დღის შემდეგ გადაიყვანეს.

ნავი ტუნისიდან 3 აგვისტოს გამოვიდა, მაგრამ იმავე ღამეს, დიდი ტალღის დარტყმის შედეგად ჩაიძირა. ინფორმაციას ამის შესახებ, თავად გადარჩენილები ავრცელებენ.

XS
SM
MD
LG