ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედვედევი ამბობს, რომ რუსეთმა უკრაინისა და ნატოს "გაქრობაზე" უნდა იმუშაოს


რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა, ხუთშაბათს, ნატოს სამიტზე გაკეთებული განცხადება უკრაინის სამომავლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით, დაგმო და თქვა, რომ რუსეთმა უნდა იმუშაოს როგორც უკრაინის, ისე ნატოს "გაქრობაზე".

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში, მედვედევმა ნატოს დეკლარაციიდან ამონარიდი გამოაქვეყნა, სადაც წერია: "განვაგრძობთ [უკრაინის] მხარდაჭერას თავის შეუქცევად გზაზე ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ, მათ შორის ნატოს წევრობისკენ".

რუსულად კი მედვედევმა დაწერა: "დასკვნა ნათელია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უკრაინის "შეუქცევადი გზა" ნატოში დასრულდეს უკრაინის, ან ნატოს გაქრობით. ან უკეთესი, ორივეს გაქრობით".

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ დიმიტრი მედვედევი ნატოსა და უკრაინისადმი მუქარას ხშირად ავრცელებს. მათ შორის, იმუქრება ატომური ომითა და მესამე მსოფლიო ომითაც.

XS
SM
MD
LG