ფლორიდის გუბერნატორი რიკ სკოტი ამბობს, რომ ადმინისტრაცია შტორმის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს ოპერატიულად განახორციელებს. მან ეს განცხადება დღეს გააკეთა, მას შემდეგ რაც შტატს ქარიშხალი "მაიკლი" დაატყდა თავს. "მაიკლი" ბოლო 50 წლის განმავლობაში ამერიკის კონტინენტზე ყველაზე ძლიერი ქარიშხალია.
მან ახლა ძალა დაკარგა, თუმცა კვლავ ტროპიკული შტორმის კატეგორიაში რჩება და ძლიერი წვიმითა და დატბორვით ემუქრება რამდენიმე სხვა შტატსაც.
გუბერნატორი პირობას დებს, რომ აღდგენითი სამუშაოები "აგრესიულად წარიმართება" და დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად და დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და სახლების აღსადგენად ყველაფერი გაკეთდება. მან მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა, რათა სამაშვლო სამსახურებს თავისუფლად მუშაობის საშუალება მიეცეთ.
გუშინ ღამით შტორმმა გადაუარა ჯორჯიის შტატს, პროგნოზის თანახმად, ის სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინისკენ მიემართება, მის გზაზეა ვირჯინიის შტატიც. ამ შტატებში 7-15 სმ წვიმაა მოსალოდნელი.
ქარიშხალმა დააზიანა კუბის დასავლეთ ნაწილი და ცენტრალური ამერიკა, სანამ შეერთებულ შტატებამდე მიაღწევდა. ელ-სალვადორში, ჰონდურასსა და ნიაკრაგუაში "მაიკლისგან" გამოწვეული სხვადასხვა მიზეზით 13 ადამიანი დაიღუპა.
Facebook Forum