ქარიშხალმა „ფლორენცმა“ დღეს ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ატლანტის ოკეანის სანაპიროს მიაღწია. სტიქიამ მიახლოებისთანავე წყალდიდობის რისკი უკვე წარმოშვა ხმელეთზე, სანაპიროდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით. შტატის სანაპირო ქუჩები დაიტბორა, ქარმა კი ახლომდებარე შენობები დაანგრია.
ქარიშხლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქარიშხლის სიჩქარე საათში 90 კილომეტრია.
„ფლორენცი“ ამჟამად პირველი კატეგორიის ქარიშხალია, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ ქარიშხლით გამოწვეულ მეწყერს, მიმდებარე ტერიტორიაზე სავარაუდოდ, სასიკვდილო დარტყმის მიყენების უნარი ექნება.
ოფიციალური პირების განცხადებით, ამ მომენტისთვის ჩრდილოეთ კაროლინაში 321, 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
Facebook Forum