ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლოკადის შემდგომ, პირველმა სასურსათო გემმა უკრაინა დატოვა და აფრიკისკენ მიემართება


გემმა სახელწოდებით "მამაცი მეთაური" უკრაინაში, პორტი პივდენნი დატოვა და აფრიკის კონტინენტისკენ გაეშურა, სადაც ომის დაწყების შემდეგ, პირველი ჰუმანიტარული საკვების ტვირთი ჩააქვს.

უკრაინული მარცვლეულის ქვეყნის საზღვრებს მიღმა გატანა შეუძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა მეზობელ ქვეყანაში არაპროვოცირებული ომი დაიწყო. უკრაინა რამდენიმე კონტინენტს აწვდიდა საკვებ პროდუქტს, ამ პროცესის შეფერხებამ კი მსოფლიოს მასშტაბით საკვების დეფიციტი გამოიწვია. საკითხი განაკუთრებული სიმწვავით დადგა აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის.

მოლაპარაკებებს იმისთვის, რომ შავ ზღვაში არსებული უკრაინული პორტების განბლოკვა მომხდარიყო, რამდენიმე თვე დასჭირდა. საბოლოოდ, გაეროსა და თურქეთის შუამავლობით რუსეთმა და უკრაინამ მიაღწიეს შეთანხმებას და უკრაინული მარცველულის ექსპორტი ნელ-ნელა კვლავ დაიწყო სხვადასხვა ქვეყნებში.

აფრიკისკენ ამჟამად მიმავალ გადამზიდ გემზე 23,000 ტონა მარცვლეულია დატვირთული და ის აფრიკის პორტ ჯიბუტიში მიემართება, სადაც პროქტის დაცლა და მისი ეთიოპიაში გადატანა მოხდება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

XS
SM
MD
LG