ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფიდელ კასტრო კვლავ გამოჩნდა ტელეეკრანებზე.


ფიდელ კასტრო კვლავ გამოჩნდა ტელეეკრანებზე.
ფიდელ კასტრო კვლავ გამოჩნდა ტელეეკრანებზე.

ბოლო ოთხი წელია ავადმყოფობის პერიოდში და მას შემდეგ რაც ძალაუფლება ძმას- რაულს გადააბარა კუბის ყოფილი ლიდერი ფიდელ კასტრო საზოგადოების წინაშე აღარ გამოჩენილა.

მიმდინარე კვირის დასაწყისში იგი მოულოდნელად მოევლინა ტელეეკრანებს. რამდენიმე დღით ადრე კი მისი ახალი ფოტოსურატებიც გავრცელდა.

კასტრომ კუბის ტელევიზიის მრგვალი მაგიდის დისკუსიის ერთერთი სიუჟეტისას, ჟურნალისტის დასმულ კითხვებს უპასუხა. სათქმელი 83 წლის ლიდერს როგორც ჩანს ბევრი დაუგრვოდა. კერძოდ კასტრომ ირანზე და ჩრდილოეთ კორეაზე შეაჩერა საზოგადოების ყურადღება. მან ამ ორი სახელმწიფოს ბირთვულ პროგრამებზე ილაპარაკა და შენიშნა, რომ არსებულმა დაპირისპირებამ შესაძლოა სრულმაშტაბიანი საომარი კონფლიქტი გამოიწვიოს.

კასტრო: „თეირანი და ჩრდილოეთ კორეა არ ჩერდებიან. ბევრჯერ მითქვამს, რომ ეს ფართემასშტაბიან დაპირისპირებას გამოიწვევს. „

ბოლო ოთხი წელია კასტრო საზოგადოების თვალსაწიერს მიღმა რჩებოდა. მან რამდენიმე წლის წინ სწორი ნაწლავის ოპერაცია გადაიტანა. ამიტომაც, მისი მოულოდნელი გაელვება ტელეეკრანებზე ახლა ყველას--კუბელებსა და მთელს მსოფლიოს გაუკვირდა.

როგორ უნდა ავხსნათ წარსულში ამ ძლევამოსილი ახლა კი ავადმყოფობით დასუსტებული ლიდერის ეს უკანასკნელი ნაბიჯი და რა ანალიზი შეიძლება გაუკეთდეს მის განცხადებებს ?

ვაშინგტონში მდებარე სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ექპერტის პიტერ დეშაზოს შეფასება ასეთია.

„ვფიქრობ, რომ ტელეინტერვიუს მიღმა იყო მისი მოტივაცია, ყველასთვის ეჩვენებინა, რომ ის ვითარების საქმის კურსშია და მოვლენებს გულისყურით ადევნებს თვალს. ასევე ის, რომ მას ისევ შესწევს უნარი მიიღოს გადაწყვეტილებები და საჯარო დებატებშ ჩაებას.“

დეშაზო ასევე ფიქრობს, რომ კასტროს გამოჩენა საგანგებოდ დაემთხვა კუბაში 52 პოლიტიკური პოლიტპატიმრის გათავისუფლებას. ამათგან შვიდი პატიმარი და მათი ოჯახის წევრები სამშაბათს მადრიდში გადააფრინეს.

ამერიკელი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ფიდელის გამოჩენა კუბის ტელეარხებზე შესაძლოა მის ძმასთან, რაულთან ერთად, მართლაც წინასწარ ფორმულირებული კომპრომისის ნაწილი იყოს რაც გამორიცხული არ არის კუბის რეჟიმის შიგნით სხვადასხვა პოლიტიკური ძალის გადმობირებისკენ მიმართული ნაბიჯიც იყოს.

ვაშიგტონში მდებარე კიდევ ერთი კვლევითი ინსტიტუტის ლექსინგტონის ცენტრის თანამშრომელი ფილიპ პიტერსი ამბობს, რომ რაულ კასტრო, კუბის დღევანდელი ლიდერი- აცნობიერებს თუ რა საფრთხეები ემუქრება მას პოლიტიკური დისიდენტების შენარჩუნებით

„კასტროს, ჩემი რწმენით არ უნდა აინტერესებდეს პოლიტიკური პატიმრების შენახვა, რაც ბოლო 20 წელია განუწყვეტლივ ხდება კუბაში. სულ უფრო მეტად ვფიქრობ, რომ კუბის დღევანდელი ლიდერი მართლაც ცდილობს თავი დააღწიოს ამ ვითარებს.“

კუბელებს კი პირველ რიგშ კეთილდღეობა და ყოველდღიური სოციალურ.-ეკონომიკური პრობლემების მოუგვარებლობა აწუხებთ. მათ ნაკლებად აღელვებთ კუბის ლიდერის ვინაობა--რაული თუ მისი ძმა ფიდელი. არამედ ნაღდი ფულის უქონლობა, სურსათის ნაკლებობა, ადამიანური ცხოვრების სხვა ელემენტარული პირობების არქონა აღელვებთ და რა თქმა უნდა მეტი თავისუფლება, რომელიც მათ ბევრ სხვა პრობლემებს გადააჭრევინებს.

ამერიკის აკრძალვის გაუქმება კუბაში მოგზაურობაზე ახლა კონგრესის დღის წესრიგში დგას. რაც ქვეყანაში ამერიკელი ტურისტების ჩასვლას მოიტანს შედეგად. ეს კი გაზრდის ადილობრივ ეკონომიკას და ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებსაც მნიშვნელოვნად წაადგება.

XS
SM
MD
LG