ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მილიონობით ამერიკელი არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს


შეერთებულ შტატებში დაახლოებით 6.1 მილიონი ადამიანი იხდის სასჯელს. მათი არჩევნებში მონაწილეობის უფლება შტატების მიხედვით განსხვავდება. ვერმონტი ერთ-ერთი შტატია იმ ორიდან, სადაც პატიმრებს ხმის მიცემის უფლება აქვთ.

ვერმონტის შტატმა დენ კლოუსს მეორე შანსი მისცა. ის ფიქრობს, რომ მსჯავრდებულებს, უნდა ჰქონდეთ არჩევანის დაფიქსირების უფლება.

“თუ ამერიკის მოქალაქე ხარ, უნდა გქონდეს ხმის მიცემის უფლება, დამნაშავე ხარ თუ არა”, - ამბობს კლოუსი, რომელიც ნარკოტიკებთან დაკავშირებით იხდის სასჯელს.

ვერმონტი და მეინი ის ორი შტატია, რომელიც მსჯავრდებულებს ხმის მიცემის უფლებას უნარჩუნებს.

“ხალხისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია - ეს უფლებაა და როცა ამ უფლებას გართმევენ, ამას უფრო გრძნობ”, - ამბობს კლოუსი.

თუმცა, ვერმონტში პატიმრების უფლებებისადმი პროგრესული მიდგომა ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილს არ მოსწონს.

“თავისუფლებას კარგავ და საფასურს იხდი,”, - ამბობს რიჩარდ პერი, ვერმონტის მოსახლე.

ამერიკის 14 შტატი, სასჯელის მოხდის შემდეგ, ავტომატურად ანიჭებს ყოფილ პატიმრებს ხმის მიცემის უფლებას. ვერმონტის პენიტენციალური სისტემის ყოფილი თანამშრომელი საუბრობს იმაზე, რომ ეს სწორი მიდგომაა.

“მას შემდეგ, რაც პატიმარი უბრუნდება საზოგადოებას, და საზოგადოებრივ ცხოვრებაში პოზიტიურ როლის თამაშს იწყებს, ვფიქრობ, მას უნდა მიენიჭოთ ყველა უფლება”, - ამბობს ის.

თუმცა, ეს ასე არ მოხდა ირაიდა გუანიპას შემთხვევაში. მან ფლორიდაში ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის გამო მოიხადა სასჯელი. თუმცა, წლების შემდეგ, მას ისევ სჯიან.

“ვერავინ წარმოიდგენს, თუ როგორი მტკივნეულია ეს [სასჯელის მოხდა], და ახლა ხმის მიცემაც კი არ შემიძლია. მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, არ ვიცი, თუ საერთოდ შემეძლება ხმის მიცემა”, - ამბობს გუანიპა.

გუანიპა იმ 4.7 მილიონი მსჯავრდებულთაგანია შეერთებულ შტატებში, ვისაც ხმის მიცემის უფლება არ აქვს. ის შვიდი ყოფილი პატიმართაგანია, რომლებიც ფლორიდის შტატს უჩივიან, მათი თქმით, ასამართლიანი პროცესის გამო, რომელიც მათ ხმის მიცემის უფლებას უზღუდავს.

“ისინი ბუნდოვანი სტანდარტებით მოქმედებენ, იყენებენ ისეთ კრიტერიუმებს, როგორიცაა "შეცვალეთ, თუ არა ცხოვრება, აჩვენებთ თუ არა საკმარის სინანულს?" - და ეს შეიძლება ერთი ინდივიდისთვის ასეც იყოს, ხოლო მეორეს შემთხვევაში კი არა”, - ამბობს ჯონ შერმანი “სამართლიანი არჩევნების იურიდიული ქსელიდან”.

ეს საქმე მილიონნახევარ ფლორიდელზე მოახდენს გავლენას, და მათი ხმა ამ საკვანძო შტატში შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობის იყოს.

ყოფილი მსჯავრდებულებისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების აღდგენის კუთხით შტატებს შორის, განსხვავება კონგრესის შუალედური არჩევნების წინ, შეერთებულ შტატებში დებატების მნიშვნელოვანი ნაწილია.

კვლევები აჩვენებს, რომ ფლორიდის ამომრჩეველი ემხრობა ამ საკითხის ბიულეტენით გადაწვეტას.

ვერმონტში კი კლოუსი შუალედურ არჩევნებს ელოდება, რათა საკუთარი არჩევანი დააფიქსიროს.

“ეს ერთი ხმაა, მაგრამ შეიძლება ერთმა ხმამ შეცვალოს მდგომარეობა”, - ამბობს დენ კლოუსი.

და ეს მისთვის მნიშვნელოვანი უფლებაა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG