დაძაბულობა, რომელიც დროში გაწელილი ხმების დათვლის პროცესი და შესაბამისად, არჩევნებში გამარჯვებულის ვინაობის დასახელებასთან დაკავშირებით იზრდება, ადგილობრივ ოფიციალურ პირებს უბიძგებს უსაფრთხოების ზომები მიიღონ. შტატების წარმომადგენლები, იმ ადანმიანების დაცვაზე ზრუნავენ, ვინც ხმების დათვლაზეა პასუხისმგებელი.
ორივე კანდიდატის მხარდამჭერთა ყურადღება ახლა მერყევი შტატების მიმართაა მიპყრობილი - არიზონა, ნევადა, პენსილვანია.
დაძაბულობამ იმატა, რადგან ხმის დათვლის პროცესის მიმართ გამოთქმულმა ბრალდებებმა პროტესტი გამოიწვია იმ შენებობთან, სადაც ხმებს ითვლიან.
„შეშფოთებული ვარ ჩემი პერსონალის უსაფრთხოებით“ - აცხადებს ჯო გლორია, ამომრჩეველთა რეგისტრატორი ნევადის შტატიდან. გლორიამ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც შენობასთან 75-მდე ადამიანი შეიკრიბა ტრანსფარანტებზე წარწერით - „ შეაჩერე ქურდობა“ და დონალდ ტრამპის გამოსახულებიანი მასურებით.
დაძაბულობა შეინიშნებოდა არიზონაშიც. ამიტომ, არიზონას ერთ-ერთი საარჩევნო უბნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ადგილობრივი შერიფის დახმარებით, ადამიანებისთვის, ვინც პროტესტს გამოთქვამენ, „სიტყვის თავისუფლების“ ზონას გამოჰყოფენ.
„იმპერატიურლი ვალდებულებაა დავაბალანსოთ არჩევნებზე მომუშავეთა უსაფრთხოება და ადამიანების კონსტიტუციური უფლება, გამოხატონ თავისი აზრი“ - ნათქვამია არიზონის მარიკოპა ქაუნთის საარჩვნო დეპარტამენტის განცხადებაში.
Facebook Forum