ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ტერაქტის შემდეგ, საფრთხეები ვაშინგტონსაც აშფოთებს


შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიურო შეშფოთებულია ამერიკაში ორგანიზებული ტერორისტული თავდასხმის შესაძლებლობით, რომლის მსგავსიც გასულ თვეში რუსეთში მოხდა. ბიუროს დირექტორი ამის შესახებ დღეს წარმომადგენელთა პალატაში ისაუბრებს.

“როდესაც თვალს გადავავლებ ხოლმე ჩემს კარიერას სამართალდამცავ ორგანოებში, მიჭირს მოვიგონო დრო, როდესაც ჩვენი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით, საფრთხეები ერთდროულად ასე გაზრდილი იყო", - განუცხადა კრისტოფერ ვრეიმ, გამოძიების ფედერალურმა დირექტორმა კანონმდებლებს, საბიუჯეტო საკითხებზე გამართული მოსმენის დროს. "მაგრამ, ეს ასეა ახლა, როცა მე დღეს აქ, თქვენთან ვზივარ".

მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერაქტს სულ ცოტა, 144 ადამიანი შეეწირა. ეს ყველაზე მსხვერპლიანი თავდასხმა იყო რუსეთის ბოლო 20 წლის ისტორიაში. მომხდარზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო, თუმცა რუსეთის მთავრობა მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, ცდილობს ტერორისტული თავდასხმა უკრაინას დააბრალოს.

შესაძლო ტერაქტზე ამერიკის ოფიციალურმა პირებმა რუსეთი რამდენიმე ხნით ადრე გააფრთხილეს. ისინი ახლა შეშფოთებას არ მალავენ, რადგან ახლო აღმოსავლეთში ისრაელს და "ჰამასს" შორის ომის გამო, თავდასხმა შესაძლოა მცირე თუ მოზრდილი ჯგუფის მიერ განხორციელდეს. არ არის გამორიცხული უფრო კოორდინირებული იერიშიც როგორიც რუსეთში მოხდა, აქ, ჩვენს სამშობლოში, - უთხრა კრისტოფერ ვრეიმ კონგრესის პანელს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG