ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ინსტაგრამის" ახალი ფუნქციები


კალიფორნიაში მიმდინარე F8 2019-ის ფორუმზე ცნობილი გახდა, რომ სოციალურ ქსელ "ინსტაგრამს" ახალი ფუნქციები დაემატება. სიახლეების შესახებ მისმა მფლობელმა მარკ ცუკერბერგმა ისაუბრა.

ცუკერბერგი ამბობს, რომ "ინსტაგრამს" უახლოეს პერიოდში ყიდვა-გაყიდვის ფუნქცია დაემატება. აპლიკაციის განახლების შემდეგ, სოციალური ქსელის მომხმარებელს საშუალება ექნება სასურველი ნივთი "ინსტაგრამზევე" შეიძინოს.

​შეიცვლება "ინსტაგრამის" კამერის ფუნქციებიც. როგორც ცუკერბერგმა აღნიშნა, ის გაცილებით მოსახერხებელი გახდება. განახლებაზე მომუშავე სპეციალისტებმა განსაკუთრებული ყურადღება "ინსტაგრამ-სთორებზე" გაამახვილეს, რაც ამ ფუნქციას უფრო მეტად მოსახერხებელს და მარტივს ხდის.

უახლოეს პერიოდში "ინსტაგრამს" ქველმოქმედების ფუნქციაც დაემატება.

ფორუმი F8 2019 გუშინ დაიწყო და დღეს დასრულება, ფორუმს 5000-ზე მეტი ინჟინერ-პროგრამისტი ესწრება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG