ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამა ექსპორტ-იმპორტის ბანკს უჭერს მხარს


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მალე ხელს მოაწერს კანონს, რომელიც განაახლებს 80 წლის წინ დადებულ ქარტიას ექსპორტ-იმპორტის ბანკის შესახებ.
სამშაბათს სენატმა მიიღო კანონი, ერთი კვირით ადრე კი კანონი წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა. როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯეი კარნიმ განაცხადა, ეს ზომა აუცილებელია იმისთვის, რომ ამერიკულმა ექსპორტმა არ შეწყვიტოს ზრდა. ბანკი გასცემს სესხებს, რომელიც აუცილებელია ქვეყნის ექსპორტის წარმოებისთვის. ბანკის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ აშშ-მა კონკურენცია უნდა გაუწიონ იმ ქვეყნების კომპანიებს, რომლებიც დაფინასებას მთავრობის მხარდაჭერით იღებენ. ხოლო ზოგიერთი კონსერვატორი კონგრესში ბანკის წინააღმდეგია, ვინაიდან მათი განცხადებით, იქმნება არათანაბარი სავაჭრო პირობები.
XS
SM
MD
LG