დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ პასუხისმგებლობა აიღო ორ თავდასხამაზე, რომლებიც ერაყის დედაქალაქში, ბაზარში მოხდა. თვითმკვლელი ტერორისტების მიერ მოწყობილ აფეთქებებს, სულ ცოტა, 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 110-ზე მეტი სამოქალაქო პირი.
აფეთქება ბაღდადის ბაბ ალ-შარქის ბაზრის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც მსგავსი თავდასხმა 2018 წელსაც განხორციელდა. მაშინ აფეთქების შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა.
„ერთი ამფეთქებელი ძირს დავარდა და წუწუნი დაიწყო „მუცელი მტკივაო“ და ამის შემდეგ ხელში რომ დეტონატორი ეჭირა იმას დააჭირა თითი. აფეთქება მაშინვე მოხდა. ადამიანები ნაკუწებად აქცია,“ უთხრა ერთ-ერთმა გამყიდველმა სააგენტო „როიტერს.“
ერაყის პრემიერ-მინისტრმა მუსტაფა ალ-კადჰიმი ქვეყნის სამხედრო ლიდერშიპს შეხვდა ინციდენტზე სასაუბროდ.
პრეზიდენტმა ბარჰამ სალიჰმა კი თავდასხმა დაგმო და თქვა, რომ მსგავსი ნაბიჯები ერაყის დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად.
ვიცე-პოლკოვნიკმა უეინ მარტომ, რომელიც შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით შექმნილი დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციის წარმომადგენელია, „ტრივტერზე“ დაწერა, რომ ეს თავდასხმა „კიდევ ერთი მაგალითია იმის, თუ როგორ კლავენ ტერორისტებს თანამოქალაქე ერაყელებს და ზიანს აყენებენ მათ, ვისაც მშვიდობა სურს.“
Facebook Forum